წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 13 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 116 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2008

მიღების თარიღი მარტი 10, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 10 მარტის N 13 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 13 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში   1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”მაესტროსთვის” ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. თარაშვილი).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 10 მარტის N 13 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                      

                 კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                          კ. კვიტაიშვილი            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები