შპს ”ახტელისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2008
მიღების თარიღი მარტი 10, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახტელმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”ინფოტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2008 წლის 23 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 74.798,72 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
შპს ”ინფოტელმა” 2008 წლის 22 თებერვალს კომისიაში წარადგინა არსებული დავალიანების დაფარვის გრაფიკი, რომელიც ოთხ თვეზეა გაწერილი და მოიცავს ივლისის თვესაც.
მხარეთა პოზიციების შეჯერების და ანალიზის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს ”ახტელის” მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაგროვილი დავალიანების ნებაყოფილობით დასაფარად შპს ”ინფოტელს” მიეცეს 2 კვირის ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან;
2. შპს ”ინფოტელის” მხრიდან დავალიანების პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში მიეცეს უფლება შპს ”ახტელს” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თანმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვითაიშვილი
