საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2008
მიღების თარიღი მარტი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 14 მარტის N 14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (შპს “რადიო არტის” B52 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ) საკითხის განხილვა კომისიის მ/წლის 21 მარტის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 14 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს ”მედიატორი 72”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) კერძო საერთო ტელემეუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
დ) კერძო საერთო ტელემეუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 14 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
