სსიპ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008
მიღების თარიღი მარტი 14, 2008
ამ მიზნით სსიპ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს” გამოეყო 4310.0კჰც, 5745.0კჰც და 37.450მჰც სიხშირეები, თითოეული ზოლის სიგანით 2კჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისთვის” გამოეყოფილი 4310.0კჰც, 5745.0კჰც და 37.450მჰც სიხშირეები თითოეული ზოლის სიგანით 2კჰც, გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების აპარატურის ფუნქციონირებისთვის. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს” 4310.0კჰც, 5745.0კჰც და 37.450მჰც სიხშირეები, თითოეული ზოლის სიგანით 2კჰც, ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების აპარატურის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სსიპ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
