შპს ”იკა ივერიასთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის № 788/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008
მიღების თარიღი მარტი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”იკა ივერიასთვის” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებით № 398/081-შპს; 16.02.06.) კომისიას მიმართა განცხადებით 150.650 მჰც და 155.750 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის № 788/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”იკა ივერიასთვის” 150.650 მჰც და 155.750 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის № 788/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
