წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 იანვრის N 8/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 129 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008

მიღების თარიღი მარტი 14, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/60-08; 19.02.08) ქ.ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 იანვრის №8/13  კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიას” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიენიჭა 164.225 მჰც და 169.525 მჰც  სიხშირეები.  მინიჭებული სიხშირეები  არ შეესაბამებოდა შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიას” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიამ” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 იანვრის  N 8/13    გადაწყვეტილებაში და  მისი  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიას”  156.800 მჰც და 156.600 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები