კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2008
მიღების თარიღი მარტი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”რუსთავი 2”-მა, ქ. სიღნაღში, ბოლნისში, დუშეთში, მარტვილში, თერჯოლაში, მარნეულში, ლაგოდეხში, ხარაგაულში, ქედაში, სოფ. სიონში, სოფ. ხალაში, სოფ. ნაბეღლავში, დაბა ბაკურიანში, დაბა მანგლისში, სოფ. კუმისში და სოფ. ოფრეთში კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.
”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის წესით გასაცემი სამაუწყებლო ლიცენზიის სამოქმედო ზონა არის 16 გადამცემი სადგურის (სიღნაღი, ბოლნისი, დუშეთი, მარტვილი, თერჯოლა, მარნეული, ლაგოდეხი, ხარაგაული, ქედა, სოფ. სიონი, სოფ. ხალა, სოფ. ნაბეღლავი, დაბა ბაკურიანი, დაბა მანგლისი, სოფ. კუმისი და სოფ. ოფრეთი) მომსახურების ზონების ერთობლიობა.
გადამცემი სადგურები, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება სიღნაღში - ზონა 02, ბოლნისში - ზონა 10, დუშეთში - ზონა 05, მარტვილში - ზონა 19, თერჯოლაში - ზონა 19, მარნეულში - ზონა 10, ლაგოდეხში - ზონა 02, ხარაგაულში - ზონა 19, ქედაში - ზონა 23, სოფ. სიონი - ზონა 10, სოფ. ხალაში - ზონა 23, სოფ. ნაბეღლავი - ზონა 22, დაბა ბაკურიანი - ზონა 09, დაბა მანგლისში - ზონა 01, სოფ. კუმისში - ზონა 01 და სოფ. ოფრეთში - ზონა 10.
სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” და შეადგინა 192,360.38 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას სამას სამოცი ლარი და 38 თეთრი) ლარი.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე, 43-ე მუხლების და კომისიის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილების თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის 16 გადამცემი სადგურის მომსახურების ზონების ერთობლიობა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
TV არხი № |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივების დიაგრამა |
გადამც. სიმძლ. (ვტ) |
ანძის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის გაძლიერ. კოეფ. არაუმეტეს (დბ) |
ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ) |
|
სიღნაღი |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 41°37 04" E 045°53 27.8" |
6.0 |
15 ± 5 |
|
ბოლნისი |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 41°28 11" E 044°32 07" |
6.0 |
20± 5 |
|
დუშეთი |
07 |
H |
წრიული |
250 |
N 42°00 08" E 044°39 28" |
6.0 |
20± 5 |
|
მარტვილი |
05 |
H |
წრიული |
100 |
N 42°27 21" E 042°21 59" |
6.0 |
20± 5 |
|
თერჯოლა |
12 |
H |
წრიული |
100 |
N 42°10 52" E 042°58 37" |
6.0 |
20± 5 |
|
მარნეული |
53 |
H |
წრიული |
500 |
N 41°29 30.3" E 044°47 18" |
6.0 |
30± 10 |
|
ლაგოდეხი |
06 |
H |
წრიული |
20 |
N 41°48 42.3" E 046°10 17" |
6.0 |
20± 5 |
|
ხარაგაული |
02 |
H |
წრიული |
20 |
N 42°00 57" E 043°11 50" |
6.0 |
20± 5 |
|
ქედა |
32 |
H |
წრიული |
100 |
N 41°35 48" E 041°56 30" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. სიონი (მარნეული) |
09 |
H |
წრიული |
20 |
N 41°17 38" E 044°43 08" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ხალა (ქობულეთი) |
10 |
H |
წრიული |
20 |
N 41°42 25" E 041°48 19" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ნაბეღლავი (ჩოხატაური) |
06 |
H |
წრიული |
20 |
N 41°56 42" E 042°21 31" |
6.0 |
20± 5 |
|
დაბა ბაკურიანი |
34 |
H |
წრიული |
50 |
N 41°44 07" E 043°33 10" |
6.0 |
20± 5 |
|
დაბა მანგლისი |
05 |
H |
წრიული |
100 |
N 41°41 50" E 044°22 23" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. კუმისი (გარდაბანი) |
11 |
H |
წრიული |
20 |
N 41°36 45" E 044°46 35" |
6.0 |
20± 5 |
|
სოფ. ოფრეთი (მარნეული) |
10 |
H |
წრიული |
20 |
N 41°15 01" E 044°38 05" |
6.0 |
20± 5 |
შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღებით).
2. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 192,360.38 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას სამას სამოცი ლარი და 38 თეთრი) ლარით;
3. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2008 წლის 16 მაისი, 14:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2008 წლის 11 აპრილის 17:00 საათამდე;
5. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 18 აპრილი, 16:00 საათი;
6. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღის განმავლობაში განისაზღვროს 12 საათით;
7. ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
გ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
დ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ფიზიკური პირისათვის - აგრეთვე პირადობის მიწმობის ასლი;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
დ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
ე) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ვ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ერთ-ერთ ანგარიშზე:
სკბ ,,თი-ბი-სი’’
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
ს/ს ბაზის ბანკი
-ა/ანგარიში: 7434136
-კოდი: 220101956
- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
ს/ს საქართველოს ბანკი
-ა/ანგარიში: 125435501
-კოდი:220101502
- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
სალიცენზიო გადასახდელის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად.
9. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;
გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;
10. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს აძლევს დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.
11. პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
12. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
13. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:
ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;
ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
14. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.
15. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
16. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;
17. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
18. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.
19. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
20. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
21. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
22. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, კვირაში ერთხელ, კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
23. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელემაუწყებლობის ვალდებულებები;
24. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
25. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);
26. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: გ. არველაძე
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
