№B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2008
მიღების თარიღი მარტი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეიმედმა” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედი” ფლობს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას (მოდიფიცირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით, მოქმედების ვადა იწურება 21.04.2008-მდე), რომელიც ითვალისწინებს საეთერო მაუწყებლობას.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, „ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას“.
კომისია აღნიშნავს, რომ სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თან ერთვის შპს ”ტელეიმედის” განაცხადს.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე და მე-12 მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 500063.63 (ხუთასი ათას სამოცდასამი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარით, რომელიც გადახდილ უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ანგარიში: 200122900
ბანკის კოდი: 220101222
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300773062
3. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, კომისიას წარედგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 21 აპრილს 14.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
წევრები ს. ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
