წვდომის მენიუ

შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 147 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2008

მიღების თარიღი მარტი 21, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ განცხადებით (№7/429-2007) კომისიას მიმართა შპს ”რადიო არტმა”-მა, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B52 ლიცენზიით (კერძო საერთო რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული რადიოსიხშირის (101.9მგჰც) შეცვლის მოთხოვნით.

     შპს ,,რადიო არტის”განმარტებით, იმის გამო, რომ ახალციხეში იგი მაუწყებლობს 101.9მგჰც FM რადიოსიხშირეზე, სატელევიზიო ანძაზე საანტენო მეურნეობის სიმჭიდროვის გამო, ანტენის განთავსება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს და გამომდინარე აქედან, გადაწყვიტა ისარგებლოს შპს ,,მუზასთან” შეთანხმებით ფილტრული მოწყობილობით (კომბაინერი) ერთი საერთო ანტენის გამოყენებით, რომელიც უკვე დამონტაჟებულია ანძაზე. კომბაინერით სარგებლობის შემთხვევაში, გადამცემების სიხშირეთა სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 3მგჰც. შპს ,,რადიო არტი მოითხოვს, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული სიხშირე (101.9მგჰც) შეიცვალოს ნებისმიერი სიხშირით 104-105 მგჰც დიაპაზონში, რაც თავსებადს გახდის შპს ,,მუზასთან” (100.9მგჰც) ერთობლივად ერთი ანტენით მუშაობას.                   

   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    შესაბამისად, შპს ,,რადიო არტის” განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 8 თებერვალს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

    კომისიას, შესაძლებლად მიაჩნია შპს ,,რადიო არტის” №B52 ლიცენზიის მოდიფიცირება  და სათანადო ცვლილებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2  გადაწყვეტილებაში, რომლის 31-ე პუნქტში სათანადო ცვლილებებია შეტანილი კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის  568/2  გადაწყვეტილებით. 

   ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  45-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის  თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

1. მოდიფიცირებულ იქნას შპს ”რადიო არტის”  №B52  ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 31-ე პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) რადიო მაუწყებლობა 104,2- მგჰც სიხშირეზე 0,30 კვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ.ახალცხეში”.

 2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს (მ.აროშიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “რადიო არტი”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ. ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  N 1ა) ერთი თვის ვადაში;                                                                                           

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.  რატიშვილი).  

კომისიის თავმჯდომარე                                                  გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                          ზ. ნონიკაშვილი

                                                                                      გ. ფრუიძე

                                                                                     კ.  კვიტაიშვილი

                                                                                     ს. ბრიტანჩუკი                                                                                                                                         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები