წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 148 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2008

მიღების თარიღი მარტი 21, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით  (№81-ს, 12.03.2008)  საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რადიოკავშირისთვის სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ       

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ვადით,   2008 წლის 10 აპრილამდე;

2.    საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

 4. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში; 

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).                          

კომისიის თავმჯდომარე                                                        გ.არველაძე                                                        

კომისიის     წევრი                                                                   გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის   წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის   წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები