წვდომის მენიუ

შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 152 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2008

მიღების თარიღი მარტი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის N 5ა/4-1323 დადგენილებით; ს.კ. № 211346220)  კომისიას მიმართა განცხადებით საქართველოს მთელ  ტერიტორიაზე (სატვირთო მანქანებს შორის რადიოკავშირისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ 164.575 მჰც და 169.925 მჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.№ 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები