შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2008
მიღების თარიღი მარტი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 5 მარტის N107/8 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 20 მარტის 17:00 საათი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ”ფიუჩერკომ ინვესტმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 5 მარტის N107/8 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ვადა შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” 2008 წლის 31 მარტამდე წარმოადგინოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე)და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-სთვის გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები:
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
