წვდომის მენიუ

შპს “სელკომსა” და შპს “ალექსანდრე+”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 157 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2008

მიღების თარიღი მარტი 21, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს “სელკომმა” (07.03.2008.წ №6/412-08), და წარმოუდგინა შპს ”ალექსანდრე+”-თან 2008 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სელკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 14 მარტის №124/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

” ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1880 მჰც-დან 1894,375 მჰც-მდე და 1899,375 მჰც-დან 1900,0001 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1894,375 მჰც-დან 1899,375 მჰც-მდე და 1974,375 მჰც-დან 1976,875 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;  

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2008 წლის 29 აპრილამდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”სელკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისათვის;”

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ F50 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ F50 ლიცენზიას გამოეყოს 1880,0000 მჰც-დან 1894,3750 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1974,375 მჰც-დან 1976,875 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ალექსანდრე+” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიას გამოეყოს 1880,0000 მჰც-დან 1894,3750 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1974,375 მჰც-დან 1976,875 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F62 განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) 1880,0000 მჰც-დან 1894,3750 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1974,375 მჰც-დან 1976,875 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2008 წლის 29 აპრილამდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”ალექსანდრე+” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. №F62 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ალექსანდრე+”;

3. შპს ”სელკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F50 ლიცენზიას მიენიჭოს №F63 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

 ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1899,3750 მჰც-დან 1900,0001 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1894,375 მჰც-დან 1899,375 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;  

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2008 წლის 29 აპრილამდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”სელკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისათვის;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი; რ.ქურდაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                             გ.არველაძე                

კომისიის წევრები:                                       

ს.ბრიტანჩუკი

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები