საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2008
მიღების თარიღი მარტი 28, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 28 მარტის N 18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 18 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისთვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 28 მარტის N 18 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
