წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 161 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008

მიღების თარიღი მარტი 28, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 25 მარტს კომისიას (№08/079) განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, რომელმაც კომისიის 2008 წლის 8 თებერვლის №76/23 გადაწყვეტილებით და კომისიის №03/306-08 წერილით მოთხოვნილი ავტორიზებული პირის მიერ დანახარჯების განაწილების სქემა და მის ქსელში ზარის წამოწყება/დასრულების (ურთიერთჩართვის მომსახურების) მომსახურების ტარიფების განგარიშების ცხრილები წარმოადგინა. შპს ”ჯეოსელმა”  მოითხოვა  წარმოდგენილი ინფორმაციის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

     კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ერთი ნაწილი, მართლაც შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს შპს ”ჯეოსელის” შიდა პროცესების და კომპანიის საშუალების თაობაზე, ასევე ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება მომსახურების გასაწევად.

კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შინაარსობრივად წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და შეიცავს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შპს ”ჯეოსელის” კონკურენტუნარიანობას და შინაარსობრივად არ წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე და 31-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის  და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომერციულ სადუმლოებად ნაწილობრივ, გარდა ინფორმაციისა: ნაერთი საოპერაციო ხარჯების, ნაერთი საერთო საწარმოო და ადმინისტრაციის ხარჯების,  ნაერთი გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯების, ნაერთი ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების შესახებ;

2. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს ”ჯეოსელის” მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ მიმართვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

      კომისიის თავმჯდომარე                                        გ. არველაძე

                 კომისიის წევრები:                                       კ. კვიტაიშვილი

                                                                                         გ. ფრუიძე

                                                                                        ზ. ნონიკაშვილი

                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები