წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 162 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2008

მიღების თარიღი მარტი 28, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

   გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 5-ით;

ა.ა) № 2 დანართის მე-6 პუნქტს დაემატოს 6.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6.4. მთავარი სპეციალისტი - 1 - 25 – 25”;

ბ) № 2 დანართის მე-7 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 4-ით;

ბ.ა) № 2 დანართის მე-7 პუნქტის 7.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7.2. მთავარი სპეციალისტი - 3 - 25 – 75”;

გ) № 2 დანართის მე-5 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 7-ით;

გ.ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.2. მთავარი სპეციალისტი - 2 - 25 – 50”;

დ) № 2 დანართის მე-8 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 17-ით;

დ.ა) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”8.2. მთავარი სპეციალისტი - 2 - 25 – 50”;

ე) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 95-ით;

ვ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 800.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.420.00-ით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 1 აპრილიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).       

კომისიის თავმჯდომარე                                              გ. არველაძე            

კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი                     

კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                           ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები