წვდომის მენიუ

საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 163 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008

მიღების თარიღი მარტი 28, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ  საელჩომ  კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/96-08, 19.03.08), თანდართული გეგმის შესაბამისად  ქ.თბილისში, აშშ საელჩოს სათაო შენობასა და ქ.თბილისში შერჩეულ ნაგებობებს შორის შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის აგების მიზნით, სიხშირული წყვილების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ აშშ  საელჩოს ქ. თბილისში გამოსაყენებლად 18გჰც სიხშირულ დიაპაზონში გამოეყო   ხუთი სიხშირული წყვილი, თითოეული ზოლის სიგანით 27.5მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 100 მილივატისა.

სიხშირები:  17892.5მჰც ± 13.75მჰც და 18902.5მჰც ± 13.75მჰც; 17920.0მჰც ± 13.75მჰც და 18930.0მჰც ± 13.75მჰც;    17975.0მჰც ± 13.75მჰც  და 18985.0მჰც ± 13.75მჰც; 18030.0მჰც ± 13.75მჰც  და  19040.0მჰც ± 13.75მჰც;  18085.0მჰც ± 13.75მჰც და 19095.0მჰც ± 13.75მჰც; გათვალისწინებულია, ქ.თბილისში ობიექტებს შორის შიდა მოხმარების რადიოსარელეო კავშირისთვის, რაც  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში აშშ საელჩოს სიხშირეები: 17892.5მჰც ± 13.75მჰც და 18902.5მჰც ± 13.75მჰც; 17920.0მჰც ± 13.75მჰც და 18930.0მჰც ± 13.75მჰც; 17975.0მჰც ± 13.75მჰც  და 18985.0მჰც ± 13.75მჰც; 18030.0მჰც ± 13.75მჰც  და  19040.0მჰც ± 13.75მჰც;  18085.0მჰც ± 13.75მჰც და 19095.0მჰც ± 13.75მჰც; ქ.თბილისში, ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით  ობიექტებს    შორის  შიდა მოხმარების რადიოსარელეო    კავშირისთვის   და  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს საქართველოში აშშ საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს(ს. შავგულიძე).                            

კომისიის თავმჯდომარე                                                             გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                       გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                        ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი                                                                       

კომისიის    წევრი                                                                        ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები