შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2008
მიღების თარიღი მარტი 28, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N 26/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2008 წლის 21 მარტის N 144/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ტელეკომპანია საქართველო”.
კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 21 მარტის N 144/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 30% - 12102.75 (თორმეტი ათას ას ორი ლარი და 75 თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 4034.25 (ოთხი ათას ოცდათოთხმეტი ლარი და 25 თეთრი) ლარის გამოკლებით, 8068.5 (რვა ათას სამოცდარვა ლარი და 50 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რის თაობაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 26 მარტის (წერილი N 6/575-08).
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის 2008 წლის 21 მარტის N 144 / 10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-ს კერძო მაუწყებლობის N B99 ლიცენზია, ერთი გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში, 10 წლის ვადით;
2. ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
გაძლიერების კოეფიციენტი |
პოლარი- ზაცია V/H |
TV არხი |
სიმძ (ვტ) |
გასხივების დიაგრამა |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
|
ბათუმი, სატელევიზიო ანძა |
N 410 41’ 37.7” E 0410 42’ 54.8” |
არაუმეტეს 6.0 დბ |
H |
33 |
1000 |
მიმართული |
40 ± 15 |
4. შპს ”ტელეკომპანია საქართველო” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
6. უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებისთანავე;
7. უზრუნველყოს სატელევიზიო სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
8. უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 28239.75 (ოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
ხაზინის ერთიანი ანგარიში |
|
ანგარიშის N |
200122900 |
|
ბანკი |
სახელმწიფო ხაზინა |
|
კოდი |
220101222 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
300773062 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 აპრილამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 მაისამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 ივნისამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 ივლისამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 აგვისტომდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 სექტემბრამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 ოქტომბრამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 ნოემბრამდე;
2353.31 ლარი - 2008 წლის 28 დეკემბრამდე;
2353.31 ლარი - 2009 წლის 28 იანვრამდე;
2353.31 ლარი - 2009 წლის 28 თებერვლამდე;
2353.34 ლარი - 2009 წლის 28 მარტამდე.
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აცნობოს შპს ”ტელეკომპანია საქართველო”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ.ჯავახიძე);
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
გ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).
11. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი).
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
ს. ბრიტანჩუკი
