ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 და ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008
მიღების თარიღი აპრილი 04, 2008
ა) ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით;
ბ) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად.
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) ლარით;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 17 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 4 აპრილის 13:00 საათი;
აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
ა) ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად - შპს ”მაგთიკომი” (05.03.2008 №11/04-2008), შპს ”ბროდბანდ 4 იუ” (06.03.2008 №11/05-08), შპს ”სერვისლაინი” – (17.03.2008 №11/08-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” (17.03.2008 №11/09-08).
ბ) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად - შპს ”ინტელფონი” (11.03.2008 №11/06-08) და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” (14.03.2008 №11/07-08).
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონებში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2008 წლის 4 აპრილის კომისიის სხდომაზე.
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №4, შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს წარმომადგენელმა - №2; შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა №1, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წილად ხვდა №3.
აუქციონის მსვლელობისას შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა მე-8 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა 23-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შესაბამისად, აუქციონი გააგრძელეს - შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა. შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 29 (ოცდაცხრა) ბიჯი ანუ - 61,250.00 (სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა 30-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, აუქციონზე გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 29 (ოცდაცხრა) ბიჯი, სულ - 61,250.00 (სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, დააფიქსირა შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს წარმომადგენელმა.
2. ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წილად ხვდა №1. პირველი, რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 1000 ლარს + ერთი ბიჯი, 50 ლარი) დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა დაამატა - ერთი ბიჯი, რის შემდეგაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მე-3 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შპს ”ინტელფონი”-ს მიერ აუქციონზე ბოლოს დაფიქსირებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 2 (ორი) ბიჯი ანუ - 1100.00 (ერთი ათას ასი) ლარი. შესაბამისად, აუქციონზე გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 2 (ორი) ბიჯი, სულ - 1100.00 (ერთი ათას ასი) ლარი დააფიქსირა შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ბროდბანდ 4 იუ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 61,250.00 (სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;
ა) უზრუნველყოს შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (18,375 - თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ანუ 15,875.00 (თხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა 2008 წლის 4 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) გადახდა შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-მ განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
2. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ინტელფონი” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,100.00 (ერთი ათას ასი) ლარი;
ა) უზრუნველყოს შპს ”ინტელფონმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (330 - სამას ოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 100.00 (ასი) ლარის ანუ 230.00 (ორას ოცდაათი) ლარის გადახდა 2008 წლის 4 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (770.00 - შვიდას სამოცდაათი ლარი) გადახდა შპს ”ინტელფონმა” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
3. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
5. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
