სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გორის და გარდაბნის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული აუქციონების ჩაშლილად გამოცხადებისა და სააბონენტო ნუმერაციის გამოყენ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2008
მიღების თარიღი აპრილი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 თებერვლის №92/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:
ა) 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში.
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარით;
ბ) 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გორის რაიონში.
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 10000 (ათი ათასი) ლარით;
გ) 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გარდაბნის რაიონში.
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20000 (ოცი ათასი) ლარით;
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 17 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2008 წლის 4 აპრილის 13:00 საათი;
აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
ა) 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში - შპს ”ინტელფონმა” (11.03.2008 №11/06-08) და სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (14.03.2008 №11/07-08).
ბ) 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გორის რაიონში - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (14.03.2008 №11/07-08).
გ) 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გარდაბნის რაიონში - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”(14.03.2008 №11/07-08).
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ინტელფონი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2008 წლის 4 აპრილის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ გორის რაიონში - 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) და გარდაბნის რაიონში 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”. აუქციონის დაწყებამდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა უარი განაცხადა გორის და გარდაბნის რაიონებში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობს მიღებაზე. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად: ”იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ”.
ქ.თბილისში 492XXXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 2000 ლარს + ერთი ბიჯი, 100 ლარი) დააფიქსირა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, რის შემდეგაც შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა დაამატა - ერთი ბიჯი. აუქციონის მსვლელობისას სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა 67-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა, შპს ”ინტელფონი”-ს მიერ აუქციონზე ბოლოს დაფიქსირებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 66 (სამოცდაექვსი) ბიჯი ანუ - 8,600.00 (რვა ათას ექვსასი) ლარი. შესაბამისად, აუქციონზე გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 66 (სამოცდაექვსი) ბიჯი, სულ - 8,600.00 (რვა ათას ექვსასი) ლარი დააფიქსირა შპს ”ინტელფონი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) გორის რაიონში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონი.
2. ჩაშლილად გამოცხადდეს 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) გარდაბნის რაიონში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონი.
3. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ინტელფონი” ქ.თბილისში 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი), სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 8,600.00 (რვა ათას ექვსასი) ლარი.
ა) უზრუნველყოს შპს ”ინტელფონმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (2580.00 ორი ათას ხუთას ოთხმოცი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი) ლარის ანუ 2380.00 (ორი ათას სამას ოთხმოცი) ლარის გადახდა 2008 წლის 4 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (6020.00ამასიამდედაატიომერი) .2008 №6/447-08) და ის წესრიგი;იმ პირს, ვინც ცაატარა კვლევა - ექვსი ათას ოცი ლარი) გადახდა შპს ”ინტელფონმა” განახორციელოს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) გორის რაიონში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონისთვის გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის (10,000.00 - ათი ათასი ლარი) 10%-ის (ბე) (1000 - ათასი ლარი) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
8. დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) გარდაბნის რაიონში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონისთვის გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის (20,000.00 - ოცი ათასი ლარი) 10%-ის (ბე) (2000 - ორი ათასი ლარი) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
9. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
