წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 173 / 8

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2016 13:39

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 5 მარტის  N107/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,862,502.03  (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 20 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 4 აპრილის 14:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა: 1. შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” (20.03. 2008 11/10-08);

           2. შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი” (20.03.2008 11/11-08);

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ფიუჩერკომ ინვესტს” კომისიის 2008 წლის 21 მარტის №156/8 გადაწყვეტილებით  განესაზღვრა ვადა -  2008 წლის 31 მარტამდე  წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. შპს ”ფიუჩერკომ ინვესტის” მიერ 2008 წლის 28 მარტს  კომისიაში წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

აუქციონი გაიმართა 2008 წლის 4 აპრილის კომისიის სხდომაზე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო - №1, შესაბამისად,  შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს  წარმომადგენელს წილად ხვდა -  №2.

აუქციონის მსვლელობისას,  შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა 22-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს  მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 21 (ოცდაერთი) ბიჯი ანუ - 3,818,148.03 (სამი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ას ორმოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარი. შესაბამისად, აუქციონზე გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 21 (ოცდაერთი) ბიჯი, სულ - 3,818,148.03 (სამი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ას ორმოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარი დააფიქსირა შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”-ს  წარმომადგენელმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ფიუჩერკომ ინვესტი”  3473.0მჰც ¸ 3480.0მჰც;  3573.0მჰც ¸ 3580.0მჰც წყვილ სიხშირულ ზოლზე კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებში (ზონებში) გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 3,818,148.03 (სამი მილიონ რვაას თვრამეტი ათას ას ორმოცდარვა ლარი და სამი თეთრი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს ”ფიუჩერკომ ინვესტმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 1,145,444.41  (ერთი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას ოთხას ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 186,251.00 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი ანუ 959,193.41 (ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა 2008 წლის 4 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,672,703.62 - ორი მილიონ ექვსას სამოცდათორმეტი ათას შვიდას სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;       

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამარტლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები