საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2008
მიღების თარიღი აპრილი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N 21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 21 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე (მომხს. გ. ბუთბაია);
ბ) შპს ”სტუდია მაესტრო”-სთვის საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. გ.რატიშვილი).
გ) ერთი მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვისა და ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების შესახებ(მომხს. ნ. ნიჟარაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 04 აპრილის N 21 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
