წვდომის მენიუ

”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 177 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ” (25.03.2008 №7/107-08) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული აქციების დაფინანსების რესურსის გაზრდისთვის გამიზნული აქვს დანერგოს შემოწირულობების განხორციელების ავტომატური სისტემა და სწორედ აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - შემოწირულობების განხორციელების ავტომატური სისტემის დანერგვისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” ნუმერაციის რესურსი  8-0-6-4 (რვა-ნული-ექვსი-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008  წლის - 4 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი                    

                                                                                   კ.კვიტაიშვილი

                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები