წვდომის მენიუ

შპს ”ნიუ ენერჯისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 18 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2008

მიღების თარიღი იანვარი 11, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  ”ნიუ  ენერჯიმ”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცისს მიერ  ს.კ. № 205026559) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სამშენებლო ობიექტებთან რ/კავშირის დამყარებისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”ნიუ  ენერჯის”  406.825 მჰც და 412.225 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს  ”ნიუ  ენერჯისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  ”ნიუ  ენერჯისთვის”   სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები