წვდომის მენიუ

შპს ”ომეგა მ.ბ.რ.” -ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 185 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  მიერ, №7/4-2988; 21.03.05) კომისიას მიმართა განცხადებით (№04/-100; 24.03.08 წ.) ქ.თბილისში, ქ.ქუთაისში და ქ.ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ს  405.425 მჰც, 410.975 მჰც და 415.425 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ისთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები