”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე

ნომერი: 189 / 9

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2008

მიღების თარიღი აპრილი 04, 2008

  (1) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 8 თებერვალს კომისიის მიერ მიღებულ იქნა N76/23 გადაწყვეტილება ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე” საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე  ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2008 წლის 7 მარტს.  კვლევისა და ანალიზის საგნად განისაზღვრა - ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედი ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე  ჩამოყალიბებული კონკურენციის კვლევა, აგრეთვე, ამ სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენა და მათთვის კომისიის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული კონკრეტული პირობებით, კონკურენციის უზრუნველმყოფი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.

   (2) კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (შემდგომში ”ურთიერთჩართვის ბაზრის სეგმენტები”), კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, კვლევა და ანალიზი ჩატარდა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის II, III, IV და V თავებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-7 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების და პროცედურების, აგრეთვე, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მუხლებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

  (3) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 13 ოქტომბრის N649/22 გადაწყვეტილებით ჩატარებულ იქნა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე. რომლის ფარგლებშიც, ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგად,  კომისიის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა N809/22 გადაწყვეტილება. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა ურთიერთჩართვის - სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრები და  აღნიშნულ საზღვრებში დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ბ) ქ.ქუთაისში – შპს “ახალი ქსელები”;

გ) ქ.რუსთავში – შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს “აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“.

   ზემოჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების და ზღვრული ტარიფის დადგენა კომისიის N809/22 გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა, ვინაიდან იმ ეტაპზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისთვის ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე ამ სპეციფიკური ვალდებულებების და ზედა ზღვრული ტარიფების დადგენა მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის გამო.

    (4) კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მოთხოვნით კომისიას მიმართეს ავტორიზებულმა პირებმა და აბონენტებმა. კერძოდ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” კომისიისათვის მიწერილ წერილში (N6/347-07 4.04.07) აღნიშნავს, რომ ე.წ. ”ფიჭური ორგანიზების ტიპის” მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფები (18.8 თეთრი/წუთზე დღგ-ს ჩათვლით) არ შეესაბამება დანახარჯებზე ორიენტირებულ ოდენობებს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების - შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” ურთიერთჩართვის ტარიფები - 18.8 თეთრი/წუთზე, დანახარჯებზე არაორიენტირებულია, ვინაიდან მისი ოდენობა არ შეესაბამება ერთი კომპანიის აბონენტების, მეორე კომპანიის აბონენტებთან სატელეფონო კავშირზე დადგენილ საცალო ტარიფს. განმცხადებლის მოსაზრებით, ვინაიდან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საცალო ტარიფები საშუალოდ - 28.8 თეთრს არ აჭარბებს, ადგილი აქვს კომპანიების მიერ კანონმდებლობით აკრძალულ სატარიფო ზეწოლას და ე.წ ”დემპინგური” ტარიფების  დაწესებას.

  (5) კომისიაში, აგრეთვე შემოსულია შპს ”კავკასუს ონლაინის”  განცხადება  (N6/994-07 26.07.07),  რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ  მის მიერ შპს ”ახალ ქსელებთან” და შპს ”ახტელთან” გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების თანახმად, კომპანიის სატელეფონო ზარების დასრულებისათვის ზემოაღნიშნული კომპანიები ითხოვენ ტარიფის გადახდას - 4 თეთრის/წუთზე (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტარიფი დისკრიმინაციულია და ორიენტირებული არ არის დანახარჯებზე და კომისიისაგან მოითხოვს შესაბამისი ხასიათის მარეგულირებელი  ზომების მიღებას.

  (6) კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიას წერილობით აცნობა (N6/1167-07 20.08.07) მის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფებში ცვლილებების შეტანის და 2007 წლის 1 სექტემბრიდან ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისას, ინტერნეტ ტრაფიკის გასატარებლად ურთიერთჩართვის  ზარის წამოწყებისათვის  ყოველ ერთ წუთზე 4 თეთრის ოდენობით ტარიფის დადგენის თაობაზე. კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კომისიაში შემოსულია შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება (N6/1195-07 22.08.07), რომელშიც განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აღნიშნულ მომსახურებაზე მათ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი იყო ტარიფი 0,4 - დან 0,2 - თეთრამდე წუთში, დღისა და ღამის პერიოდების მიხედვით. შპს ”კავკასუს ონლაინის” აზრით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ 1 სექტემბრიდან დადგენილი ტარიფი არ არის დანახარჯებზე ორიენტირებული, დისკრიმინაციულია და  პირდაპირ და უშუალოდ აისახება ინტერნეტის ბოლო მომხმარებლის მიერ გადასახდელ საფასურზე, რაც გამოიწვევს აბონენტებისათვის ე.წ ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურებაზე დადგენილი საცალო ტარიფის ათჯერ გაზრდას და მომხმარებელი იძულებული გახდება ამ მომსახურებით სარგებლობისას, სულ მცირე სამჯერ მეტი გადასახდელი გადაიხადოს, რაც დააზარალებს აბონენტის ინტერესებს.

 (7) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, ასევე შემოსულია აბონენტის წერილი (აბონენტი ლ. მუხაშავრია, 2007 წლის 18 დეკემბრის წერილი, რეგისტრაციის №9/941) ე.წ ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების საცალო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით. განცხადებაში გამოთქმულია პრეტენზია ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ საცალო მომსახურების ტარიფების 3-ჯერ ზრდის გამო (2 თეთრიდან 6 თეთრამდე წუთში). მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მიერ საცალო ტარიფების ზრდის მიზეზების გამოკვლევისათვის შპს ”კავკასუს ონლაინისაგან” გამოთხოვილია შესაბამისი განმარტება (”შპს ”კავკასუს ონლაინის” 2007 წლის 24 დეკემბრის №317/241207 წერილი), რომელშიც ხსენებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აღნიშნავს, რომ მის მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურების ტარიფის ზრდა, პირდაპირ კავშირშია საბითუმო ბაზარზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ  გამოძახების წამოწყების მომსახურების  საბითუმო ტარიფების უსაფუძვლოდ გაზრდასთან. კომისიაში აღნიშნული პრობლემის დარეგულირების მოთხოვნით, ასევე შემოსულია აბონენტების - მარინა და გიორგი ქავთარაძეების განცხადება, რომელშიც გამოთქმულია პრეტენზია შპს ”გლობალ ერთის” მიერ ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების საცალო  ტარიფების ზრდის გამო.

  (8) კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შემოსულია ავტორიზებული პირების საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპუტერული ქსელების ასოციაცია ”გრენას” (2008 წლის 24 მარტის №08/15 წერილი) და შპს ”სერვისის” (2008 წლის 24 მარტის წერილი) განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, მათთვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება 2008 წლის პირველი აპრილიდან ურთიერთჩართვის თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფების გაზრდის შესახებ. განცხადებელი კომპანიების მოსაზრებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”,  იყენებს რა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, თანალოკაციის ფართზე ადგენს მაღალ საფასურს, რაც შესაბამისად იწვევს მათი აბონენტებისათვის საცალო მომსახურების ტარიფის გაძვირებას, როგორც ე.წ. ”ფართოზოლოვან ADSL” ინტერნეტ-მოსახურებისათვის, ასევე ე.წ. ”კომუტირებად დაილაპ” ინტერნეტ-მოსახურებისათვის, რადგან ტარიფში გაითვალისწინება თანალოკაციის ფართით სარგებლობის ხარჯებიც.

(9) კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიმდინარეობის პერიოდში კომისიაში შემოსულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილები (2008 წლის 14 თებერვალი №8-15/214 და 2008 წლის 14 მარტი №8-15/302). აღნიშნული წერილებით კომპანია ატყობინებს კომისიას საცალო მომსახურების ბაზარზე გარკვეული კატეგორიის აბონენტებისათვის გაზრდილი ტარიფის შეთავაზების შესახებ სხვა ადგილობრივი ოპერატორების მიმართულებით აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეზე, ხოლო, მომსახურების ცალკეულ სახეებზე - კომპანიის ქსელში საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე აბონენტებისათვის ე.წ. ”ნულოვანი” ტარიფების დადგენის თაობაზე. ახალი სატარიფო გეგმა, წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამოქმედდა 2008 წლის პირველი აპრილიდან.

 (10) კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიმდინარეობის პერიოდში, კომისიაში შემოსულია  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანიის” განცხადება (2008 წლის 07 მარტის №02/17-08 წერილი), რომელშიც წარმოდგენილია მოთხოვნა, რომ დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის განხორციელების გამო მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ  ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ, საკუთარი აბონენტებისათვის დადგენილია განსხვავებული საცალო წუთობრივი ტარიფი  ურთიერთჩართული სხვადასხვა კომპანიების მიმართულებით. კერძოდ, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანიის”  აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების საცალო ტარიფი ერთ წუთზე შეადგენს 8 თეთრს, როდესაც სხვა კომპანიების მიმართულებით აბონენტებისათვის დადგენილი ანალოგიური ტარიფი არ აღემატება 6 თეთრს, მაშინ როდესაც მის მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფი იგივე ოდენობისაა  , როგორიც აქვთ სხვა ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს.

 (11) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია მოქალაქე შანიძის წერილი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  მოხსენებით ბარათთან ერთად  (2008 წლის 5 მარტის №9/48-08), რომელშიც გამოთქმულია უკმაყოფილება შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფების გაზრდის გამო და მოითხოვნილია საცალო ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი.

 (12) კომისია აღნიშნავს, რომ ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედი სხვა ოპერატორებისაგან სატელეფონო ზარების დასრულება/წამოწყების მომსახურების მოთხოვნა და მიღება  დაკავშირებულია მათ მიერ, საკუთარი აბონენტებისათვის სხვა ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირის საცალო მომსახურების მიწოდებასთან.

კომისიის მიერ, 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-17 და მე-20 მუხლების და დანართი №1-ის თანახმად, გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორების თანხები მიეკუთვნება იმ დანახარჯებს, რომლებიც განაწილებულია უშუალოდ დაკავშირებულ საცალო მომსახურების სახეებზე. შესაბამისად, კონკრეტული ოპერატორის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული საცალო მომსახურების ტარიფების სტრუქტურაში უშუალოდ აისახება ურთიერთჩართული ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დადგენილი, სატელეფონო ზარების დასრულების ტარიფების ოდენობები. საცალო და საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე დაუბალანსებელი, დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფების დადგენისას, ადგილი ექნება ოპერატორის მიერ კანონმდებლობით დაუშვებელი სუბსიდირების განხორციელებას, როდესაც ბაზრის საცალო სეგმენტზე საკუთარი აბონენტებისათვის, თვითღირებულებაზე დაბალი (ანუ ე.წ. ”ნულოვანი”) ტარიფებით საცალო მომსახურების მიწოდებისას, ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება ხორციელდება სხვა ოპერატორისათვის არაგონივრულად გაზრდილი ტარიფებით მიწოდებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე გაწეული მომსახურების სახეებიდან მიღებული შემოსავლებიდან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ერთი მხრივ, ზღუდავს მსურველი ოპერატორის შესაძლებლობას ურთიერთჩართული ოპერატორისაგან ეკონომიკურად გონივრული ტარიფებით მიიღოს ურთიერთჩართვის მომსახურება და, მეორე მხრივ, კონკურენტული ტარიფებით და სრული მოცულობით მიაწოდოს საკუთარ აბონენტებს საცალო სატელეფონო მომსახურების სახეები. კომისია თვლის, რომ აღნიშნული მდგომარეობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზღუდავს კონკურენციას, როგორც ურთიერთჩართვის საბითუმო, ასევე საცალო ბაზრის სეგმენტებზე და მოითხოვს მისი მხრიდან მარეგულირებელ ჩარევას.

  (13) კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დადგენისათვის, დამატებითი საფუძვლების გამოსაკვეთად, კომისიამ განახორციელა სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით აბონენტების მომსახურე ავტორიზებული პირებისაგან (ოპერატორებისაგან) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გამოთხოვა  და შესწავლა. ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების შედარებითი ანალიზიდან (იხ. დანართი №1 - კომისიის დასკვნა № 1 ”ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შესწავლის თაობაზე”, 2007 წლის 24 დეკემბერი) გამოიკვეთა ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ყველა მოქმედი ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურებაზე დადგენილია დისკრიმინაციული ტარიფები, რომელთა ოდენობა, სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებისათვის შეადგინს - 4 თეთრს/წუთზე, ხოლო მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებისათვის - 8 თეთრს/წუთზე.  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე, ამავე კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობები (მათ შორის ტარიფების ოდენობები) დადგენილ უნდა იქნეს არადისკრიმინაციულად. აგრეთვე, ურთიერთჩართვის არადისკრიმინაციული პირობების დადგენის ვალდებულება  დაკისრებული აქვთ 2005 წლის 27 დეკემბერს, კომისიის მიერ მიღებული N809/22 გადაწყვეტილებით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს. შესაბამისად, კომისია თვლის, რომ ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის ტარიფების არადისკრიმინაციულად დადგენის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე  მარეგულირებელი ხასიათის ზომების გატარება.

 (14) კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობის უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობის უზრუნველყოფა, საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ დანახარჯებზე ორიენტირებული, არადისკმინაციული ტარიფების დადგენა, როგორც ურთიერთჩართვის საბითუმო, ასევე საცალო სააბონენტო სატელეფონო მომსახურების სახეებზე სუბსიდირების აღმოფხვრის არსებითი წინაპირობაა.

(15) კომისია აღნიშნავს, რომ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სააბონენტო მომსახურების საცალო ტარიფების სტრუქტურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. კონკრეტული ოპერატორის მიერ, ურთიერთჩართული ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების სააბონენტო ტარიფების სტრუქტურაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს შეადგენს ამ ოპერატორების ქსელებში ზარის დასრულების მომსახურებაზე მათ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების ოდენობები. შესაბამისად, ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფების ოდენობების თანაბრობის პირობებში კონკრეტული ოპერატორის მიერ საკუთარი აბონენტისათვის აღნიშნული (ურთიერთჩართული) ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირის განსხვავებული ტარიფებით მიწოდების შემთხვევაში, ადგილი ექნება აბონენტების სატარიფო დისკრიმინაციას,  რაც, თავის მხრივ, შეზღუდავს როგორც მოქმედ, ასევე ახალ შემომსვლელ ოპერატორებს კონკურენტული პირობებით შეძლონ იმავე საცალო ბაზრის სეგმენტებზე საკუთარი საქმიანობის განხორციელება და აბონენტებისათვის სრული მოცულობით კონკურენტული სატელეფონო მომსახურების მიწოდება.

  (16) კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების მიერ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას საცალო და ურთიერთჩართვის მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, დანახარჯებზე არაორინტირებული და არაგამჭვირვალე ტარიფების დაწესებით, კანონმდებლობით დაუშვებელი სატარიფო სუბსიდირების განხორციელება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის თანალოკაციის ფართთან დაშვების შეზღუდვა, ბაზრის ამავე სეგმენტებზე მოქმედი ან მსურველი (ახალი შემომსვლელი) ავტორიზებული პირებისათვის ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებაა, რომელიც ზღუდავს მათ მიერ საქმიანობის დაწყებას, ამ სეგმენტებზე მოქმედი ოპერატორებისაგან ეკონომიკურად კონკურენტული ტარიფებით ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას და მათ შესაძლებლობას, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენცია გაუწიონ მოქმედ ოპერატორებს და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლებისათვის სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო და, მათ შორის, სატელეფონო მომსახურების სახეები.

  (17) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-6 მუხლის  მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, კომისიამ, ურთიერთჩართვის მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების დაწყების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის დადგენისათვის ჩატარებული პირველადი მოკვლევის  შედეგების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ  ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების მიერ აბონენტების სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბებულია არაკონკურენტული მდგომარეობა. ბაზრის ამ სეგმენტებზე მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილია დისკრიმინაციული, დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფები და ადგილი აქვს სატარიფო სუბსიდირებას, ასევე დაშვებისა და ურთიერთჩართვის დისკრიმინაციული პირობების დადგენას, აგრეთვე ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის თანალოკაციის ფართთან დაშვების შეზღუდვას. კომისიამ მიიჩნია, რომ ბაზრის ამ სეგმენტებზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის შესვლის მაღალი დაბრკოლებების არსებობა. კომისიამ აგრეთვე ჩათვალა, რომ მისი მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, შეუძლებელია ბაზრის აღნიშნულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებული შესვლის დაბრკოლებების დაძლევა და აუცილებელია ამ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომისიისათვის მინიჭებული, კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების  განხორციელება.

(18) კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ოპერატორების ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიამ 2008 წლის 8 თებერვლის N76/23  გადაწყვეტილებით ავტორიზებული პირებისაგან, საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა  საკუთარი დანახარჯების ოდენობებისა და ურთიერთჩართვის - საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულება/წამოწყების  მომსახურების ტარიფების გაანგარიშებების წარმოდგენა. კომისიამ შეაჯამა და გააანალიზა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია და ჩათვალა, რომ დანახარჯები წარმოდგენილია სრული მოცულობით და საკმარისია კომისიის მიერ, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ავტორიზებული პირების მომსახურების სახეების, მათ შორის ურთიერთჩართვის ტარიფების ზღვრული ოდენობების გასაანგარიშებლად,. ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების ანალიზი და შესაბამისი დასკვნები მოცემულია დანართი №2-ში (იხ. დანართი №2 - კომისიის დასკვნა № 2 - ”ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე”, 2008 წლის 25 მარტი).

  (19) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარების პირველ ეტაპზე განისაზღვრა ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტების საზღვრები, ასევე, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით, დადგინდა ზემოაღნიშნული ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფი და განისაზღვრა შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები.

  კერძოდ, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზარზე, კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, კომისიის მიერ განისაზღვრა შემდეგი ბაზრის შესაბამისი სეგმენტები:

  ა) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

   ბ)  ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

   გ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

   დ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

  ე) საკომუნიკაციო ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების ტრანზიტული გატარების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

   კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის განსაზღვრა განხორციელდა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ჰ7 ” პუნქტის და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მუხლის შესაბამისად, ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონეების, გათვალისწინებით განსაზღვრული სამომხმარებლო და ფუნქციური თვისებებით ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვან ჯგუფად გამოყოფის საფუძველზე.

   ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ქსელების მფლობელი კონკრეტული ოპერატორის ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყებისა და  ამავე ოპერატორის ქსელში სატელეფონო ზარების დასრულების მომსახურების სახეები, ზოგადად, არ არის ფუნქციურად ურთიერთშენაცვლებადი. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების სახეები კომისიის მიერ განხილულ იქნა განცალკევებულად, სხვადასხვა საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ფარგლებში.

   კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ა)” ქვეპუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ჯგუფში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვანი სამომხმარებლო-ფუნქციური თვისებების განსხვავება, რომელიც დგინდება ფინანსურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო, სატარიფო მახასიათებლებისა და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლების პირველადი შედარებით, არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცენტს.     

     მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების ოდენობებს შორის განსხვავება აღემატება 20%-ს: ურთიერთჩართვის ტარიფები, ერთ შემთხვევაში - 18.8 თეთრია/წუთზე და მეორე შემთხვევაში - 4 თეთრია წუთზე. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების  ოპერატორის ურთიერთჩართვის მომსახურების სახეები, კომისიის მიერ განისაზღვრა სხვადასხვა ბაზრის სეგმენტების ფარგლებში.  

   აგრეთვე, კომისიის მიერ გაანალიზდა ზემოაღნიშნული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრებში, კონკრეტული ოპერატორის ქსელში არაპირდაპირი ურთიერთჩართვის - ზარების ტრანზიტული წამოწყებისა და ზარების ტრანზიტული დასრულების ფუნქციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების  სახეების ჩართვის საკითხიც.

   მოძრავი ან ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების  კონკრეტული ოპერატორის მიერ საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების  მომსახურების სახეები, ერთი მხრივ და, ტრანზიტული კავშირის ოპერატორის მიერ ამავე ოპერატორის ქსელში სატელეფონო ზარების ტრანზიტული წამოწყება/დასრულების მომსახურება, მეორე მხრივ, ფუნქციურად ერთგვაროვანია, მაგრამ ამ მომსახურების სახეებზე დადგენილი ტარიფები განსხვავებული (განსხვავება განპირობებულია ტრანზიტული გატარების მომსახურების შედარებით მაღალი ტარიფებით. კერძოდ, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორების პირდაპირი ურთიერთჩართვის ტარიფი საშუალოდ 4 თეთრს შეადგენს წუთზე, ტრანზიტული გატარების ტარიფები - 1 თეთრს წუთზე, არაპირადაპირი ტრანზიტული ურთიერთჩართვის ტარიფი, შესაბამისად, შეადგენს 5 თეთრს წუთზე, ანუ ტარიფებს შორის განსხვავება 20%-ზე მეტია).  

   ადგილობრივი მომსახურების ზონაში, კონკრეტული ოპერატორის ქსელში არაპირდაპირი ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების ტრანზიტული წამოწყებისა და ზარების ტრანზიტული დასრულების ფუნქციურად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების  სახეები, კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, არ იქნა ჩართული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრებში, ხოლო, საკომუნიკაციო ოპერატორის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ადგილობრივი მომსახურების ზონაში სატელეფონო ზარების ტრანზიტული გატარების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩასატარებელი კვლევისა და ანალიზის საგანს.

   (20) კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებს ადგენს კომისია. აღნიშნული გეოგრაფიული საზღვრები განსაზღვრულია კომისიის მიერ ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ N809/22 გადაწყვეტილებაში.

  კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-4 მუხლის გ) პუნქტით განსაზღვრული ”ფუნქციონალური ექვივალენტობის პრინციპის” და ამავე წესების მე-13 მუხლის მოთხოვნების დაცვით, კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის  ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრები განსაზღვრულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ადგილობრივი მომსახურების ზონების გეოგრაფიულ საზღვრებში, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე კონიუნქტურისა და კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით.

   შესაბამისად, კომისიამ მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევის და ანალიზისთვის დაადგინა ურთიერთჩართვის მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შემდეგი გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.რუსთავი, ქ.ზუგდიდი, ქ.ფოთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და დანარჩენი საქართველო.

(21) კომისია აღნიშნავს, რომ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრისათვის კრიტერიუმის შერჩევისას, კომისიამ  გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-13 მუხლის პირველი, მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები დგინდება იმ ტერიტორიის ფარგლებში, რომელშიც ჩამოყალიბებულია კონიუნქტურისა და კონკურენციის ერთგვაროვანი პირობები.

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს მფლობელობაში აქვთ სიხშირული სპექტრის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიები, რომელთა მოქმედების გეოგრაფიული არეალი მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას. აგრეთვე ფიჭური ორგანიზების ტიპის მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი კონკრეტული ოპერატორის მიერ, ურთიერთჩართვის წერტილში (წერტილებში), საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულება/წამოწყების მომსახურების მიწოდებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ ენიჭება კონკრეტული ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) გეოგრაფიულ მდებარეობას. აგრეთვე, ფიჭური ორგანიზების ტიპის, მოძრავი სატელეფონო მომსახურების ოპერატორების ბოლო მომხმარებლები (აბონენტები) მოძრავი სატელეფონო მომსახურების მიღებისას თანაბარ უპირატესობას ანიჭებენ ამ მომსახურების ხელმისაწვდომობას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებად  განისაზღვრა საქართველოს მთელი ტერიტორია.

(22) კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას, გაანალიზებულ იქნა, ანალოგიურ საკითხთან მიმართებით, საუკეთესო საერთაშორისო პარაქტიკა. 2002 წლის 7 მარტს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ № 2002/21/EC -  ”რეგულირების ჩარჩო დირექტივაში”, აგრეთვე, ”წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის თაობაზე” 2003 წლის 11 თებერვალს, ევროკომისიის მიერ მიღებულ №11/02/2003, და 2007 წლის 17 დეკემბერს მოღებულ №2007/879/EC რეკომენდაციებში, მოცემულია ბაზრის შესაბამისი საგმენტებისა და ამ სეგმენტების საზღვრებში მოქცეული, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ანალოგიური დაჯგუფება.

   (23) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის ეტაპზე დადგინდა მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების საზღვრები, მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის და ჰორიზონტალური კავშირების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების, მათი ქსელების ინფრასტრუქტურული კავშირების, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრისას გათვალიწინებულ იქნა დაშვებისა და ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების მიწოდების საბითუმო ბაზრის, აგრეთვე საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მიმართულებით) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებს შორის თვისობრივი და ფუნქციონალური კავშირების რაოდენობრივი მახასიათებლები.

  საბითუმო და მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებს შორის თვისობრივი კავშირების გაანალიზებისას, კომისიის მიერ ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმ გარემოების კვლევაზე, თუ, რამდენად შესაძლებელია კონკრეტული ოპერატორის მიერ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენება და ამგვარი ქმედებით კონკურენტი ავტორიზებული პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, კონკურენცია გაუწიოს მოქმედ ოპერატორს იმავე საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე. ურთიერთჩართვის საბითუმო და მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტების ჩამონათვალი და მომსახურების სახებს შორის თვისობრივი კავშირურთიერთობები მოცემულია ცხრილებში №1 და №2:

ცხრილი №1.

ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის ბაზარზე ურთიერთჩართვის საბითუმო და მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტების ჩამონათვალი

ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტები

ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის  სეგმენტები

გეოგრაფიული საზღვრები

1. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

 

1. საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება.

2.  სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება.

ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსა-ხურების ზონები და დანარჩენი საქართველო

2. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

1. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება

2.  საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება

3. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურება

4. ინტერნეტ-მომსახურება

 

ცხრილი №2

 მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის ბაზარზე ურთიერთჩართვის საბითუმო და მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტების ჩამონათვალი

 

ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტები

მოძრავი სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტები

გეოგრაფიული საზღვრები

 

1. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

1. საკუთარ აბონენტებთან მოძრავი, სატელეფონო კავშირით მომსახურება

2. სხვა მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან მოძრავი, სატელეფონო კავშირით მომსახურება

საქართველოს მთელი ტერიტორია.

 

2. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის  საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

1. მოძრავი, საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება

 

2. ფიქსირებული ქსელის ოპერატორების აბონენტებთან  სატელეფონო კავშირით მომსახურება

 
 

  (24) კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებული ან მოძრავი სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრისას კომისიის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტის კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში კონკურენტული პირობების ჩამოყალიბება,  საცალო მომსახურების სახეებზე კონკურენციის ხელშემწყობი წინაპირობაა იმავე გეოგრაფიულ საზღვრებში. შესაბამისად, მოძრავი ან ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრები კომისიის მიერ განისაზღვრა ერთმანეთის იდენტურად. კერძოდ, აბონენტების ფიქსირებული სატელეფონო  კავშირით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებად განსაზღვრულ იქნა ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსახურების ზონები და დანარჩენი საქართველო, ხოლო, ფიჭური ორგანიზების ტიპის, მოძრავი სატელეფონო კავშირით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებად  განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთელი ტერიტორია.

(25) კომისია აღნიშნავს, რომ მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩამონათვალის განსაზღვრისათვის, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაანალიზდა მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებში ჩართულ მომსახურების სახეებს შორის ურთიერთშენაცვლებადობის, აგრეთვე, მათსა და კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განხილულ, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო მომსახურების სახეებს შორის ფუნქციური კავშირის მახასიათებლები.

   ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებად განისაზღვრა ადგილობრივი მომსახურების ზონაში ფიქსირებულ მისამართზე აბონენტის სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დანართი N2-ში მოცემული მომსახურების სახეების კატალოგის შესაბამისად, აბონენტის სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების მიერ მიწოდებული მომსახურების სახეებია (იხ. ზემოთ ცხრილი №1):

ა) საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი  სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ბ) სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი

სატელეფონო კავშირით მომსახურება;

გ) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით

მომსახურება;

დ) საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ე) საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ვ) ინტერნეტ-მომსახურება (ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურება)

      საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობისა და საცალო ბაზრის ერთგვაროვან სეგმენტში ჩართვის დასადგენად, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მოთხოვნების დაცვით, გაანალიზდა საცალო მომსახურების ამ სახეებზე დადგენილ ტარიფებს შორის არსებული განსხვავება და ამ მომსახურების სახეებზე მოთხოვნის მხარეს ჩანაცვლების რაოდენობრივი ფაქტორები.

      კერძოდ, საკუთარ და სხვა ოპერატორის აბონენტებთან ადგილობრივი  სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებს შორის განსხვავება, საშუალოდ აღემატება 20%-ს. კერძოდ, ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების არსებული დონის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების საცალო ტარიფი შეადგენს 30-დან 32 თეთრამდე წუთზე, ხოლო, საკუთარ და სხვა ოპერატორის აბონენტებთან ადგილობრივი  სატელეფონო კავშირით მომსახურების საშუალო ტარიფი არ აღემატება - 4 თეთრს წუთზე. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლის ”წ” პუნქტით და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მომსახურების სახეებზე ტარიფების 5%-დან 10%-მდე ფარგლებში ცვლილება, არსებით გავლენას არ მოახდენს ამ მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობაზე.

      აგრეთვე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის მიერ ადგილობრივი მომსახურების ზონაში საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება და  ამავე ზონაში სხვა ფიქსირებული ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტული აბონენტის მიერ ერთი ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის ჩანაცვლება სხვა, კონკურენტი (ალტერნატიული), ადგილობრივი მომსახურების ოპერატორის მომსახურებით, დაკავშირებულია, ბოლო მომხმარებლის მხრიდან, ჩანაცვლების მაღალ დანახარჯებთან და ხანგრძლივი პროცესია. აბონენტის ჩანაცვლების დანახარჯებთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, მოქმედი ოპერატორების მიერ  დადგენილი, ტელეფონის დადგმის გადასახდელი, საშუალოდ, 90-დან 160 ლარამდე შეადგენს, ხოლო კომისიის 2006 წლის წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად, სატელეფონო მომსახურებაზე აბონენტის საშუალო თვიური დანახარჯი სატელეფონო მომსახურებაზე - 35 ლარს თვეში (ანუ, 20% იქნებოდა 7 ლარი). ამავე დროს, აღნიშნული ჩანაცვლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია სხვა ოპერატორის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, აბონენტის მიერ სააბონენტო ნომრის შენარჩუნების (ფიქსირებული, გეოგრაფიული ნომრების პორტაბელურობის) შეუძლებლობა.

შესაბამისად, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლი ”ტ” პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ.ბ” ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, საცალო მომსახურების ზემოაღნიშნული მომსახურების სახეები, კომისიის მიერ განხილულ იქნა სხვადასხვა საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტების საზღვრებში.

ამასთან, კომისიაში წარმოდგენილ საჩივრებსა და განცხადებებში აღნიშნული საპრეტენზიო საკითხების შენაარსიდან გამომდინარე, აგრეთვე კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-4 მუხლის ”დ” პუნქტით განსაზღვრული ”მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპისა”  და ამავე წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-14 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის, კვლევისა და ანალიზის საგნად განსაზღვრა: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული, საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები.

      (26) კომისია აღნიშნავს, რომ ფიჭური ორგანიზების ტიპის მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტად განისაზღვრა აბონენტის მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი.

კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დანართი N2-ში მოცემული მომსახურების სახეების კატალოგის შესაბამისად, აბონენტის მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების სახეებად განისაზღვრა (იხ. ამ გადაწყვეტილების ცხრილი №2.):

   ა) საკუთარ აბონენტებთან მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

   ბ) სხვა მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან მოძრავი, სატელეფონო კავშირით მომსახურება;

   გ) ფიქსირებული ქსელის ოპერატორების აბონენტებთან  სატელეფონო კავშირით მომსახურება;

   დ) მოძრავი საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება.

  ზემოაღნიშნულ მომსახურების სახეებს შორის ურთიერთშენაცვლებადობასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ საკუთარ და სხვა ოპერატორის აბონენტებთან მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურების სახეებზე, მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილი ტარიფების ოდენობები პრაქტიკულად არ განსხვავდება. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწოდების მხარეს ჩანაცვლების  ფაქტორების გაანალიზებისას იკვეთება ის გარემოება, რომ  აღნიშნული მომსახურების სახეებზე ბაზარზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურისა და კონკურენციის პირობებში, ბოლო მომხმარებლის მიერ მომსახურე, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, კონკრეტული ოპერატორის შეცვლა არ არის დაკავშირებული  ჩანაცვლების მნიშვნელოვან დანახარჯებთან (მსურველი აბონენტის მიერ მომსახურე ოპერატორის შეცვლის შემთხვევაში დამატებით გასაწევი დანახარჯები დაკავშირებულია აბონენტის საიდენტიფიკაციო ბარათის ე.წ. ”სიმბარათის” შეძენასთან, რომლის საშუალო ღირებულება 5 ლარს შეადგენს. ამასთან, საცალო ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილი სატარიფო გეგმები არადისკრიმინაციულია და უზრუნველყოფენ მომხმარებლების თავისუფალ არჩევანს, შეარჩიონ როგორც სასურველი სატარიფო გეგმა, ასევე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი.

   ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე კომისიაში წარმოდგენილ საჩივრებსა და განცხადებებში აღნიშნული საპრეტენზიო საკითხების შინაარსიდან გამომდინარე, აგრეთვე კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-2 მუხლის ”ტ” პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული, კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობის  კრიტერიუმის, ასევე  კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-4 მუხლის ”დ” პუნქტით განსაზღვრული ”მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპისა”  და ამავე წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 და მე-14 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, აბონენტის მოძრავი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის ჩატარება არ განიხილება ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის, კომისიის მიერ ჩასატარებელი კვლევისა და ანალიზის საგნად.

     (27) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის განისაზღვრა კვლევისა და ანლიზის ფარგლებში მოქცეული, საბითუმო ბაზრის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები (ცხრილი №3):

ცხრილი №3.

კვლევასა და ანალიზს დაქვემდებარებული საბითუმო და

საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები

ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობა

1. ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტები:

1.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსა-ხურების ზონები და დანარჩენი საქართველო.

1.2. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

2. ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის  სეგმენტები:

2.1. საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სეგმენტი.

გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსახურების ზონები და დანარჩენი საქართველო.

2.2. სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სეგმენტი.

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობა

3. ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტები

3.1. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

საქართველოს მთელი ტერიტორია.

3.2. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის  საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

   (28) კომისია აღნიშნავს, რომ ”მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილებით დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე შემდეგი ავტორიზებული პირები:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ბ) ქ.ქუთაისში – შპს “ახალი ქსელები”;

გ) ქ.რუსთავში - შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში – შპს “აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) დანარჩენი საქართველოში - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ზემოაღნიშნულ პირებს, კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილებით, აბონენტის სატელეფონო კავშირით მომსახურების განხორციელებისას დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები. რაც შეეხება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, აგრეთვე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებებს, კომისიას ზემოაღნიშნული №808/22 გადაწყვეტილებით დადგენილი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისათვის ზემოაღნიშნული ვალდებულებები არ დაუკისრებია, ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, არაეფექტურად კონკურენტულ  საბითუმო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე განვითარებული ტენდენციების კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილი პირებისათვის დაკისრებულ, სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში, რაც წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის კომისიის მიერ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთ მიზანს.

(29) კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ გამოძახებების წამოწყების მომსახურების მისაწოდებლად, ფიქსირებული საკომუნიკაციო ოპერატორების მიერ გამოიყენება ფუნქციონალურად ექვივალენტური, ქსელის შესაბამისი ელემენტები, ისევე, როგორც ხმოვანი სატელეფონო ზარების წამოწყებისათვის. შესაბამისად, კომისიის მიერ ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების განხორციელება, არსებითად შეეხება        ე.წ ”დაილაპ” ინტერნეტ გამოძახებების წამოწყების მომსახურების კონკურენტული პირობებისა და მათ შორის, ტარიფების დონეების დარეგულირებასაც. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილი საბითუმო მომსახურების სახეები მიეწოდება განსხვავებულ ოპერატორებს, ერთ შემთხვევაში სატელეფონო მომსახურებისა და მეორე შემთხვევაში ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს.

ამ საბითუმო მომსახურების სახეებზე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ წამოწყებული ტრაფიკების მოცულობები, მათი ქსელებისა და ურთიერთჩართვის ტერმინალური ელემენტების მაქსიმალური დატვირთვა და ამ დატვირთვის დროის (დღე-ღამეში) პერიოდი განსხვავებულია. შესაბამისად, ეკონომიკურად განსხვავდება ამ ორი, ერთი და იმავე ქსელის შესაბამისი ელემენტის ფუნქციონალური რესურსების გამოყენებით, სატელეფონო და ინტერნეტ ტრაფიკების წამოწყების საბითუმო მომსახურების სახეების ტარიფებიც.

 (30) კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე,  დადგინდა ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების და ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების გამოძახებების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებული - თანალოკაციის ფართთან  (ქსელის შესაბამის ელემენტთან)  დაშვების მომსახურების სახე.

კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება ხორციელდება ელექტრონული კონკრეტული ფიქსირებული საკომუნიკაციო ოპერატორის მიერ გამოყოფილ ურთიერთჩართვის თანალოკაციის ფართზე დაფუძნებულ წერტილებში. ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება მიმწოდებელი პირის საკუთარ თანალოკაციის ფართზე (ფიზიკური თანალოკაცია) არსებითი წინაპირობაა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების - არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი პირობებით ურთიერთჩართვის განხორციელებისათვის. თანალოკაციის თავისუფალ ფართზე დაშვების შეზღუდვა არაგონივრულად მაღალი ტარიფების (საფასურის) დაწესებით, ან დისკრიმინაციული პირობების დადგენით, ზღუდავს ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის შესაძლებლობას წარმატებულად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი პირობებით განახორციელოს მიმწოდებელი ოპერატორის ქსელებთან და საშუალებებთან დაშვება და ურთიერთჩართვა და შინაარსით წარმოედგენს კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ “მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2005 წლის 27 დეკემბერის კომისიის N809/22  გადაწყვეტილებით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრათ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან (მათ შორის თანალოკაციის ფართთან) დაშვების ვალდებულება. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის თანახმად, ბაზრის სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილი პირების საკუთარ თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობების დაკონკრეტებაც.

   (31) კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯებზე არაორიენტირებული, არაგონივრულად მაღალი ტარიფით იმ თანალოკაციის ფართის გამოყოფა, რომელიც ურთიერთჩართვის განხორციელებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი რესურსია, შედეგად იწვევს ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლების შექმნას და ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ან მსურველი (ბაზარზე შემომსვლელი ახალი) ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის დაწყებას, ან მის გაფართოვებას, ამ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას და მის შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიოს მოქმედ ოპერატორებს, და უფრო ფართო და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გახადოს ბოლო მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურება.

    კომისიის აზრით, თანალოკაციის ფართთან დაშვების მაღალი ტარიფის დადგენით შესაძლებელია შეიზღუდოს კონკურენცია არა მარტო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, არამედ საცალო ბაზარის  მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზეც, ვინაიდან თანალოკაციის ფართთან არაგონივრულად გაზრდილი დაშვების ტარიფი უშუალოდ ახდენს გავლენას ურთიერთჩართვისა და, შესაბამისად, საცალო მომსახურების ტარიფების ოდენობაზე.

   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლები მქონე ავტორიზებული პირების მიერ ურთიერთჩართვისა და ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ბაზარის სეგმენტზე კონკურენციის შემზღუდავი ამგვარი არაკონკურენტული ქმედების აღკვეთისათვის უნდა განხორციელდეს თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების დარეგულირება და ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის, დაკისრებული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფების დადგენა, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში ეკვივალენტურ კომერციულ ფართებზე დადგენილი საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

    (32) კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების სტრუქტურული ანალიზის ჩატარებისას, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  მე-15 მუხლის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირების მიერ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის რაოდენობრივი გაზომვისათვის შესაბამის, ფუნქციურად ერთგვაროვან ერთეულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც მოძრავი ან ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მიწოდებული მომსახურების ტრაფიკის ჯამური მოცულობა, ასევე მათი აბონენტების რაოდენობა, რომლებთანაც ხორციელდება წამოწყებული ან დასრულებული სატელეფონო ზარების ტრაფიკის გატარება; ხილო მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის სეგმენტებზე - ფიქსირებული ან მოძრავი სატელეფონო მომსახურების აბონენტების  რაოდენობა.

     ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორები სრულად აკოტროლებენ საკუთარი ქსელების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებს, ამ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობებს და მათ მიერ განსაზღვრულ ურთიერთჩართვის წერტილებში საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ტრაფიკის 100%-ს, ანუ ფლობენ ქსელების ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული ხასიათის საბაზრო უპირატესობას.  ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ჯამური ტრაფიკით გაზომილი ფარდობითი წილი ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავს საბითუმო ბაზრის ამ სეგმენტებზე კონკრეტული ოპერატორის საბაზრო უპირატესობას და ამ საზომის გამოყენება სხვადასხვა მასშტაბის მქონე ოპერატორების ინფრასტრუქტურული ხასიათის უპირატესობების შედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა.            

   ამასთან, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე  პრაქტიკულად დაბალანსებული  მოთხოვნისა და მიწოდების პირობებში, კონკრეტული ოპერატორის სატელეფონო მომსახურების ბოლო მომხმარებლების (აბონენეტების) რაოდენობასთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია, ამავე ოპერატორის საკუთარი ქსელიდან წამოწყებული და დასრულებული სატელეფონო ზარების ჯამური ტრაფიკის მოცულობა.

    კომისია მიიჩნევს, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების ფარდობითი საბაზრო წილების გაზომვისათვის, საკუთარი აბონენტების რაოდენობის საზომის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია, ობიექტურად შეფასდეს ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ოპერატორების მიერ, ზემოაღნიშნული საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენებისა და მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის დარღვევის, ანუ წილობრივად განსაზღვრული რაოდენობის აბონენტებისათვის მომსახურების მიწოდების შეზღუდვის ხასიათი და შესაბამისი ის რაოდენობრივი მახასიათებელი, პროცენტულად თუ რა რაოდენობის აბონენტებს შეეზღუდებათ კონკურენტი ოპერატორების მიერ მომსახურების მიწოდება.

   ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენისათვის სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტების მიხედვით გაანგარიშებული ფარდობითი წილების საზომი, კომისიის მიერ გამოყენებულ იქნა 2005 წლის 27 დეკემბერის  №808/22 გადაწყვეტილებაშიც.    

  კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-4 მუხლის ”გ” პუნქტით განსაზღვრული - ”ფუნქციონალური ეკვივალენტობის პრინციპის” გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მოქმედი ოპერატორების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები გაიზომოს ადგილობრივი მომსახურების კონკრეტულ ზონაში საკუთარი აბონენტების რაოდენობის საზომით, ისევე როგორც სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ  საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე.

   (33) კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის დასასრულს, აბონენტების რაოდენობის შესახებ ოპერატორების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩრთვის - სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, და მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე შერჩეული საზომით გაანგარიშებული ფარდობითი საბაზრო წილი შეადგენს:

ცხრილი №4.

ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ურთიერთჩრთვისა და სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები

 

1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის ბაზარზე

 

 

კომპანიის დასახელება

აბონენტების რაოდენობა 2004 წლის ბოლოს

ფარობითი  წილი (%)     2004 წ.

აბონენტების რაოდენობა 2007 წლის ბოლოს

ფარობითი წილი (%)     2007 წ.

HHI ინდექსი,   CR3

 

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

4 211

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

212,582

65.93%

211,794

60.02%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”ახალი ქსელები”

53,822

16.69%

63,916

18.11%

 

3

შპს ”ახტელი”

43,325

13.44%

54,677

15.50%

93.63%

 

4

სხვა დანარჩენი

12,689

3.94%

22,470

6.37%

 

 

 

ჯამი

322,418

100.00%

352,857

100.00%

 

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში 

 

 

6 513

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

2,254

7.30%

8,659

21.49%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”ახალი ქსელები”

28,350

91.76%

31,350

77.79%

 

3

სხვა დანარჩენი

293

0.95%

293

0.73%

99.8%

 

 

ჯამი

30,897

100.00%

40,302

100.00%

 

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში 

 

 

6 157

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

4,665

20.81%

5,432

20.37%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაცია”

16,548

73.82%

20,174

75.67%

 

3

სხვა დანარჩენი

1,204

5.37%

1,055

3.96%

98.8%

 

 

ჯამი

22,417

100.00%

26,661

100.00%

 

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში 

 

 

9 362

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

7,158

72.92%

9,930

96.72%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”ახალი ქსელები”

2,609

26.58%

287

2.80%

 

3

სხვა დანარჩენი

49

0.50%

50

0.49%

99.8%

 

 

ჯამი

9,816

100.00%

10,267

100.00%

 

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში 

 

 

4 839

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

3,572

67.92%

2,411

45.26%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”ივერია ქსელი”

1,583

30.10%

2,812

52.79%

 

3

სხვა დანარჩენი

104

1.98%

104

1.95%

98.8%

 

 

ჯამი

5,259

100.00%

5,327

100.00%

 

 

აჭარის ავტ. რესპუბლიკის ტერიტორია 

 

 

7 606

 

1

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

25,566

92.58%

23,803

86.23%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”საბატელი”

1,825

6.61%

3,603

13.05%

 

3

შპს ”ალკომი”

224

0.81%

199

0.72%

99.7%

 

 

ჯამი

27,615

100.00%

27,605

100.00%

 

 

დანარჩენი საქართველო 

 

 

10 000

 

1

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

114,092

100.00%

93,069

100.00%

მაღალ-კონცენტრირებული,

 
 

 

ჯამი

114,092

100.00%

93,069

100.00%

100%

 

2. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის ბაზარზე

 

 

კომპანიის დასახელება

აქტიური აბონენტების რაოდენობა 2004 წლის ბოლო

ფარობითი  წილი (%)     2004 წ.

აქტიური აბონენტების რაოდენობა 2007 წლის ბოლო

ფარობითი წილი (%)     2007 წ.

HHI ინდექსი,   CR3

 

საქართველოს მთელი ტერიტორია

4841

 

1

შპს ”მაგთიკომი”

 

 

1,455,647

55.99%

მაღალ-კონცენტრირებული,

 

2

შპს ”ჯეოსელი”

 

 

1,071,402

41.21%

 

3

შპს ”მობიტელი”

 

 

72,655

2.79%

100%

 

 

ჯამი

 

 

2,599,704

100%

 

 

  შედარებისათვის, №4 ცხრილში მოცემულია ამავე ოპერატორების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილების ცვლილების დინამიკა 2004 წლის ბოლო პერიოდთან შედარებით (იხ. კომისიის №808/22 და  №809/22 გადაწყვეტილებები). ცხრილში ასევე მოცემულია კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში საბითუმო და საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კონკურენციის შეფასების მახასიათებელი, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და დანართი №4-ის მიხედვით გაანგარიშებული  კონცენტრაციის - ”HHI”-ინდექსის მაჩვენებლების საფუძველზე.

   ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების გაანგარიშებული ფარდობითი წილების ოდენობებისა და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-19 მუხლით განსაზღვრული წესების საფუძველზე, კომისიამ ჩათვალა, რომ ადგილობრივი მომსახურების ზონების ზემოაღნიშნულ გეოგრაფიულ საზღვრებში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების  ურთიერთჩართვის საბითუმო და ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტები მაღალკონცენტრირებულია და ამ სეგმენტებზე საქმიანობს მაღალკონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი; მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტები ასევე მაღალკონცენტრირებულია.  

    (34) კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზის ჩატარების შემდეგომ ეტაპზე განისაზღვრა ურთიერთჩართვის საბითუმო და მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები. აღნიშნული პირების ჯგუფი განისაზღვრა კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 21-ე მუხლით დადგენილი ძირითადი, პირველადი (აუცილებელი) კრიტერიუმის გამოყენებით. კერძოდ, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების  საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე 2005 წლის დეკემბერში (კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №809/22 გადაწყვეტილება) და ამავე პერიოდში, მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე (კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 გადაწყვეტილება) ჩატარებული კვლევის შედეგებისა და მიმდინარე კვლევისა და ანალიზის შედეგების შედარებითი ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ განვლილ პერიოდში, ზემოაღნიშნულ საბითუმო და საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 და №809/22 გადაწყვეტილებებით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების ჯგუფში შემავალი ოპერატორების ფარდობითი საბაზრო წილები შეიცვალა.

    ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, 2008 წლის იანვრის მდგომარეობით, გაანგარიშებული ფარდობითი წილებისა და, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 21-ე მუხლის შესაბამისად (პირველადი კრიტერიუმის მიხედვით), ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების  საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად  განისაზღვრა:

ცხრილი № 5.

ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული პირები

 

კომპანიის დასახელება

ფარობითი წილი (%)     2007 წ.

 

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

60.02%

 

შპს ”ახალი ქსელები”

18.11%

 

შპს ”ახტელი”

15.50%

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

შპს ”ახალი ქსელები”

77.79%

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

75.67%

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

96.72%

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

45.26%

 

შპს ”ივერია ქსელი”

52.79%

 

აჭარის ავტ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე

 

 

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

86.23%

 

დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე

 

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

100.00%

 
 

    მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის - სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 21-ე მუხლით დადგენილი ძირითადი, პირველადი (აუცილებელი) კრიტერიუმის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად განისაზღვრა:

ცხრილი №6.

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობის საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული  პირები

კომპანიის დასახელება

ფარობითი წილი (%)     2007 წ.

საქართველოს მთელი ტერიტორია

 

შპს ”მაგთიკომი”

55.99%

შპს ”ჯეოსელი”

41.21%

    (35) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განხილულ, ურთიერთჩრთვის საბითუმო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო მომსახურების სეგმენტებზე  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) დადგენის და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითად კრიტერიუმთან ერთად გამოიყენება კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 22-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ერთი ან რამდენიმე მეორეული ანალიზური კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავენ ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი უხეშად გამოყენების ხასიათს, აგრეთვე, კონკურენციის შეზღუდვის, არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობებს. კომისიის მიერ, მეორეული ანალიზური ფაქტორებისა და კრიტერიუმების შეფასება განხორციელდა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტული პირობების დადგენისათვის. კერძოდ:

            ა) ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის -სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობა სტრუქტურულად დივერსიფიცირებულია. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, შპს ”ახალი ქსელები”,  შპს” ახტელი”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” საქმიანობენ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რამდენიმე, მათ შორის ურთიერთჩართვის საბითუმო და ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების, აგრეთვე, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო და ადგილობრივი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე. ამავე დროს, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ერთპიროვნულად, ხოლო  შპს ”ახალი ქსელები”, შპს” ახტელი” და სს ”ეგრისი” (საერთაშორისო ტრანზიტული ოპერატორი), წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების ურთიერთდამოკიდებულ პირთა ჯგუფს (კომისიაში წარმოდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, ამ კომპანიებს აკონტროლებს აფილირებულ პირთა ჯგუფი). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მათ საშუალებას აძლევს, თავიანთ საქმიანობაში გაააქტიურონ მასშტაბითა და მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ეფექტები.             ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელების მფლობელი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული კომპანიების მიერ, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხასიათის საბაზრო უპირატესობის ფლობა განაპირობებს, მათ მიერ სატარიფო სუბსიდირების და დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფებით გაწეული, ურთიერთჩართვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით, საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების მომსახურების სახეეებზე გაწეული დანახარჯების სუბსიდირებას და სატარიფო ზეწოლის განხორციელებას. კონკრეტულად,  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ე.წ. ”ნულოვანი” ტარიფების დაწესებით, ხორციელდება სატარიფო სუბსიდირება და სატარიფო ზეწოლა ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე. აგრეთვე, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ყველა ოპერატორის მიერ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფები არ ჭარბობს საბითუმო ბაზარზე დადგენილ ტარიფებს, რაც სატარიფო სუბსიდირების ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე მიანიშნებს.

          ”ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შესწავლის თაობაზე” კომისიის, 2007 წლის 24 დეკემბერის №1 დასკვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ, პრაქტიკულად ერთდროულად, განხორციელდა ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, დისკრიმინაციული ტარიფების დადგენა და სატარიფო სუბსიდირების პოლიტიკის გატარება, რაც, აგრეთვე, ერთობლივი (კოორდინირებული) ქმედებების განხორციელების მანიშნებელია. კერძოდ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2007 წლის        1 აპრილი - შპს ”მაგთიკომთან”, შპს ”ჯეოსელთან”, 2007 წლის 1 მაისი - შპს ”მობიტელთან”), შპს ”ახალი ქსელების”, შპს” ახტელის” (ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2007 წლის 1 აპრილი - შპს ”მაგთიკომთან”, 2007 წლის 3 მაისი - შპს ”ჯეოსელთან”, 2007 წლის 1 მაისი -                          შპს ”მობიტელთან”), შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” (2008 წლის 1 იანვარი - შპს ”მაგთიკომთან”), შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2007 წლის 1 ივნისი - შპს ”მაგთიკომთან”, 2007 წლის 1 ივლისი - შპს ”ჯეოსელთან”) და შპს ”ივერია ქსელის” (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2008 წლის 1 იანვარი - შპს ”მაგთიკომთან”, შპს ”ჯეოსელთან”) მიერ მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა დისკრიმინაციული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, როდესაც სხვა დანარჩენი მიმართულებებით დადგენილ იქნა - 4 თეთრის ოდენობით წუთზე.

            ურთიერჩართვის ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, დანახარჯებზე არაორიენტირებული, ეკონომიკურ თვითღირებულებაზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესებით, სატარიფო დისკრიმინაციის და სატარიფო სუბსიდირების განხორციელებით, აგრეთვე, არაკონკურენტული, ერთობლივი  ქმედებებით, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული ავტორიზებული პირები, საცალო სატელეფონო და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აყალიბებენ შესვლის არაგარდამავალი ხასიათის, რთულად დასაძლევ დაბრკოლებებს და ზღუდავენ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ბაზრის ამავე სეგმენტებზე საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 22-ე მუხლის ”ა”  და ”ი” პუნქტების შესაბამისად, კომისია თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოქცეულ, ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები და დაუდგინდეს ზღვრული ტარიფები სატელეფონო და ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ გამოძახებების წამოწყება/დასრულების ურთიერთჩრთვის საბითუმო ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ ადგილობრივ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე.

            ბ) ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონედ განსაზღვრული, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები სრულად აკონტროლებენ საკუთარ ქსელებსა და საშუალებებს, ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას და ურთიერთჩართვას. კონკურენტი ოპერატორების მიერ რთულია (მოითხოვს მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს) ქსელის შესაბამისი ელემენტების, მათ შორის თანალოკაციის ფართების, გონივრულ ვადაში დუბლირება და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე პირების მასშტაბით, საკუთარი  საქმიანობის გაფართოვება, რაც ხანგრძლივი პროცესია. ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენეტზე მოქმედი ოპერატორების მიერ, ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, მსურველ პირებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით, ურთიერთჩართვის პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდების თაობაზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ბაზრის განხილულ სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფის არსებითი წინაპირობაა.

            ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნკაციო ქსელის მფლობელი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების საბაზრო უპირატესობა ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული ხასიათისაა და ქსელის ფუნქციონალურად განცალკევებად, საკომუტაციო ელემენტებთან, მათ თავისუფალ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, მათ შორის, სათანადო სიდიდის თავისუფალ თანალოკაციის ფართთან დაშვების შეზღუდვა, არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესებით, ან არსებითი ხასიათის ინფორმაციის მიღების შეზღუდვით, ურთიერთჩართვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირებისათვის შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია.

            ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  22-ე მუხლის ”ბ”  პუნქტის შესაბამისად, კომისია თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოქცეულ, ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან (მათ შორის თანალოკაციის ფართებთან) გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებით  დაშვების ვალდებულებები.

            გ) მსურველი პირის მიერ, მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ოპერატორის არჩევისას, უპირატესობა ენიჭება იმ ავტორიზებულ პირს, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით მეტი ბოლო მომხმარებელი ჰყავს ფუნქციურად და სამომხმარებლო თვისებებით ანალოგიურ მომსახურების სახეზე. საქსელო გარეშე ეფექტების გავლენის შესაფასებლად, კომისიის მიერ გაანალიზდა ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების სტრატეგია - დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფებით შეზღუდონ და არაგამჭვირვალე ან დისკრიმინაციული გახადონ სხვა მსურველი ავტორიზებული პირების (მათ შორის იმავე საცალო ბაზრის სეგმენტზე ახალი შემომსვლელი ოპერატორების) დაშვება და/ან ურთიერთჩართვა, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის ურთიერთჩართვის ტერმინალურ ელემენტებთან და თავისუფალ თანალოკაციის ფართთან.        

            ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე, დანახარჯებზე არაორიენტირებულად მაღალი ან დისკრიმინაციული ტარიფების დაწესებით და, ამავდროულად სატარიფო სუბსიდირებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრულ, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულ ოპერატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებიდან დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფით მიღებული შემოსავლებით საცალო მომსახურების სახეებზე გაწეული დანახარჯების გარკვეული წილის სუბსიდირება (დაფინანსება) და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების შემთხვევაში, სატარიფო ზეწოლა საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე.

             კომისია აღნიშნავს, რომ მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტებზე სატარიფო ზეწოლის განხორცილება, აგრეთვე, შესაძლებელია მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრების სტრუქტურაში სატარიფო სუბსიდირების ფაქტორების გააქტიურებით, კერძოდ, ადგილობრივი მომსახურების ზონაში სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ოპერატორების მიერ, საკუთარი აბონენტების მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი დაშვების ქსელისა (სააბონენტო სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილები) და  საკომუტაციო (გატარების) ძირითადი ქსელის ფუნქციონალურად განცალკევებადი ელემენტების და მათი რესურსების გამოყენებით.

            კომისიის მიერ ადგილობრივი დაშვების ქსელის, სახაზო-სააბონენტო სპილენძის წყვილების ხმოვან და ფართოზოლოვან რესურსებზე გაწეული, განცალკევებული დანახარჯების შესწავლა განხორციელდა კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის, 3 აგვისტოს №432/9 გადაწყვეტილებების მიღებისას. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ სააბონენტო სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილების ხმოვან რესურსზე, ზედა ზღვრული ტარიფი შეადგენს 3,5 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ფართოზოლოვან განცალკევებად რესურსზე, კი - 11.68 ლარს თვეში. აბონენტისათვის სატელეფონო მომსახურების მიწოდებისას, საცალო ტარიფების დადგენისათვის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა უნდა გაითავალისწინონ ის გარემოება, რომ აბონენტის სახაზო-საკაბელო სპილენძის წყვილით მომსახურებისა და სატელეფონო ზარებით წუთობრივი მომსახურების ერთიან ნაკრებში დაუშვებელია სატარიფო სუბსიდირების განხორციელება, ვინაიდან სააბონენტო წყვილებზე ყოველთვიური საფასურის არაგონივრულად გაზრდით, შესაძლებელი ხდება წუთობრივი სატელეფონო მომსახურების დანახარჯების დაუშვებელი სუბსიდირება და წუთობრივ მომსახურების სახეებზე განაწილებულ ეკონომიკურ დანახარჯებზე (თვითღირებულებაზე) დაბლა ტარიფების დაწესება, რაც ეკონომიკურად არამიმზიდველს ხდის სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მსურველი, პოტენციურად კონკურენტი, ოპერატორების მიერ საქმიანობის დაწყებას, მომხმარებლების ხარისხიანი სატელეფონო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას და, შედეგად, ბაზრის ამ სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია.

            კომისია, აგრეთვე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დღემდე არ ხორციელდება, მის ქსელში, შიდა ტრაფიკების აღრიცხვა (და შესაბამისი საფასურით ეკონომიკური მომსახურების მიწოდება), რაც თავის მხრივ, ზღუდავს მის აბონენტებს აკონტროლონ საკუთარი სატელეფონო მომსახურების მიღება. ამგვარ პირობებში დაუშვებელია აბონენტებისათვის არჩევანის შეზღუდვა და მხოლოდ იმ  ერთიანი (ყოველთვიური) ტარიფით სატელეფონო მომსახურების (ნაკრების) შეთავაზება, რომელიც თავის სტრუქტურაში მოიცავს კომპანიის სხვა მომსახურების სახეებზე გაწეული დანახარჯების სუბსიდირებას.

            აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”  22-ე მუხლის ”გ” და ”ვ” პუნქტების შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული მდგომარეობა ზღუდავს კონკურენციას და ქმნის ბაზარზე შესვლის დაუძლეველი ხასიათის დაბრკოლებებს, ამ გადაწყვეტილებით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოქცეულ, როგორც ურთიერთჩართვის საბითუმო, ასევე სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე.

            შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს,  ამ გადაწყვეტილებით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოქცეულ, მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ბოლო მომხმარებლების  სატარიფო დისკრიმინაციისა და სუბსიდირების აკრძალვის, აგრეთვე, მომხმარებლების სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაეკისროთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და  სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები, და დაუდგინდეთ სატელეფონო მომსახურების ზღვრული ტარიფები.

            დ) ამ გადაწყვეტილების ფარგლებში განხილულ, მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება აბონენტების სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფების სტრუქტურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ურთიერთჩართული ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე კონკრეტული ოპერატორის საცალო ტარიფების სტრუქტურაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს შეადგენს ურთიერთჩართული ოპერატორების ქსელში ზარის დასრულების მომსახურებაზე მათ მიერ დადგენილი ტარიფების ოდენობები. შესაბამისად, ამ ტარიფების ოდენობების თანაბრობის პირობებში, კონკრეტული ოპერატორის მიერ, საკუთარი აბონენტისათვის აღნიშნული ოპერატორების აბონენტებთან განსხვავებული ტარიფებით სატელეფონო კავშირის მიწოდების შემთხვევაში, ადგილი ექნება აბონენტების სატარიფო დისკრიმინაციას, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს როგორც მოქმედ, ასევე ახალ შემომსვლელ ოპერატორებს, კონკურენტული პირობებით შეძლონ იმავე ბაზრის სეგმენტებზე კონკურენცია გაუწიონ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს, ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და საცალო აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ხარისხიანი სატელეფონო მომსახურების მიწოდება.

            კომისია თვლის, რომ სხვადასხვა ურთიერთჩართული ოპერატორების მიმართულებით საკუთარი აბონენტებისათვის სატელეფონო მომსახურების განსხვავებული ტარიფების დაწესება, იმ პირობებში, როდესაც ურთიერთჩართული ოპერატორების მიერ პრაქტიკულად იდენტური ურთიერთჩართვის ტარიფებია დადგენილი, ქმნის საცალო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე შესვლის და საქმიანობის ეფექტიანდ განხორციელების დაბრკოლებებს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე უნდა დაეკისროთ საკუთარი აბონენეტების სატარიფო დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, იმ ოპერატორების მიმართულებით განხორცილებულ სატელეფონო ზარებზე, რომლებსაც იდენტური ოდენობით აქვთ დადგენილი ურთიერთჩართვისა და საკუთარ ქსელში ზარების დასრულების ტარიფები.

            აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის და კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 22-ე მუხლის ”ლ” პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული მდგომარეობა ზღუდავს კონკურენციას და ქმნის შესვლის დაუძლეველი ხასიათის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას, ამ გადაწყვეტილებით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოქცეულ, სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე. შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელ ოპერატორებს უნდა დაეკისროთ საცალო ბაზრის სეგმენტებზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და სატარიფო ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულებები.

            ე) ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განსაზღვრულ, ურთიერთჩართვის საბითუმო და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ მომსახურების სხვადასხვა სახის, ან  სხვადასხვა მომხმარებელთა სატარიფო სუბსიდირებით, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, სატარიფო ზეწოლით ან საბითუმო და საცალო ბაზრის მომსახურების სახეებზე არაკონკურენტულად მაღალი, ხარჯებზე არაორიენტირებული ტარიფების დაწესება მსურველი (ახალი შემომსვლელი) ავტორიზებული პირებისათვის ზღუდავს ბაზრის ამ სეგმენტებზე საქმიანობის დაწყებას, საბითუმო მომსახურების მიღებას და საცალო ბაზრის სეგმენტებზე ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, რაც ბაზრის განხილულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ერთპიროვნულად ან ერთობლივად იყენებენ, ბაზრის განხილულ სეგმენტებზე საკუთარ საბაზრო უპირატესობას და აქვთ შესაძლებლობა არაკონკურენტულად მაღალი, დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფებით მიღებული გაზრდილი შემოსავლებით მიიღონ არაგონივრული მოგება. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 22-ე მუხლის ”პ” პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული შეფასება საკმარისი კრიტერიუმია კონკრეტული ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისათვის და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისათვის.

            ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული საქმიანობისას გაწეული დანახარჯების აღრიცხვის, განაწილებისა და მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად, აგრეთვე კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისას, გამოყენებულ უნდა იქნეს კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“. აღნიშნულ წესებში, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2007 წლის 2 ნოემბრის N6 დადგენილებით, კომისიის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით, სხვა საკითხებთან ერთად, დაზუსტდა საკუთარი დანახარჯების განაწილებისას, ავტორიზებული პირების მიერ საკუთარი კაპიტალის ღირებულების გაანგარიშებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაში მიღებული, ე.წ. ”ბენჩმარკების” შეფასებების გამოყენების წესები.

            კომისიამ ჩათვალა, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ამ სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ოპერატორების ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის”, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ამავე წესების მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ 2008 წლის 8 თებერვლის N76/23 გადაწყვეტილებით, ავტორიზებული პირებისაგან, საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით, მოთხოვნილი, საკუთარი დანახარჯების ოდენობებისა და ურთიერთჩართვის - საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების დასრულება/წამოწყების  მომსახურების ტარიფების გაანგარიშებების ანალიზისა და შესაბამისი დასკვნის (იხ დანართი №2 - დასკვნა №2 ”ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე”, 2008 წლის 25 მარტი), აგრეთვე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, პირველადი და მეორადი კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს ურთიერთჩრთვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე უნდა დაუდგინდეთ დანახარჯებისა და შემოსავლების  განცალკევებულად აღრიცხვისა და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები და ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფები.   

            კომისიამ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში შეისწავლა ამ გადაწყვეტილებით განსაზრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია და დანახარჯების განაწილების გაანგარიშებები. ამ გაანგარიშებების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, დასკვნის სახით (იხ.დანართი №2 -კომისიის დასკვნა №2) იკვეთება ის გარემოება, რომ მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო, აგრეთვე, ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო მომსახურების სახეებზე (ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კომპანიების მიერ) დადგენილია დანახარჯებზე არაორიენტირებული ტარიფები.

            კერძოდ, ბაზარზე არსებული მდგომარეობით, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი კომპანიების მიერ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე დადგენილია - 18.8 თეთრი წუთზე დღგ-ს ჩათვლით, როდესაც, კომპანიების მონაცემების შესაბამისად გაანგარიშებული ურთიერთჩართვის ტარიფების საშულო ოდენობები შეადგენს -  14.1 თეთრს წუთზე დღგ-ს ჩათვლით.

            აგრეთვე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების მიერ დადგენილი, ურთიერთჩართვის ტარიფების  ოდენობა - 4 თეთრს შეადგენს წუთზე (დღგ-ს ჩათვლით) სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებისათვის, და - 8 თეთრს წუთზე (დღგ-ს ჩათვლით)  მოძრავი საკომუნიკაციო ოპერატორებისათვის, მაშინ როდესაც, დანახარჯების თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ კორექტირებული გაანგარიშებების შესაბამისად (იხ. დანართი №2 - დასკვნა № 2 - ”ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე”, 2008 წლის 25 მარტი), სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საშუალო ტარიფის ოდენობა შეადგენს დაახლოებით        - 2 თეთრს წუთზე (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო, ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ ზარების წამოწყების ტარიფი კი            - 1.34 თეთრს წუთზე (დღგ-ს ჩათვლით).

            კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულ ოდენობებამდე გადასვლა ეტაპობრივად განსახორციელებელი პროცესია, ვინაიდან დღეს არსებული, დანახარჯებზე არაორიენტირებული, ურთიერთჩართვის ტარიფებით ხორციელდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ საკუთარი, სხვა მომსახურების სახეებზე გაწეული, დანახარჯების გარკვეული წილის დაფინანსება და, შესაბამისად, სუბსიდირების აღმოფხვრის მიზნით, ურთიერთჩართვის ტარიფების მყისიერად და მნიშვნელოვანი ოდენობით შემცირება არსებით გავლენას იქონიებს მათი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე.      

            შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ  მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირებს, ამ ეტაპზე უნდა დაუდგინდეთ ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 14.8 თეთრის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). ხოლო, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, ამ ეტაპზე უნდა დაუდგინდეთ ურთიერთჩრთვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 4 თეთრის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით).

            ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების ზარების წამოწყების ტარიფებთან დაკავშირებით, კომისია მიიჩნევს, რომ ინტერნეტ მომსახურების სწრაფად განვითარებად ბაზარზე, აბონენტებისათვის ამ მომსახურების აქტუალობიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტის ზარების წამოწყების ტრაფიკების წილი მკვეთრად მცირეა სატელეფონო ზარების წამოწყების ჯამურ ტრაფიკთან შედარებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულ ოპერატორებს ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურების სახეზე, ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტის ზარების წამოწყების მომსახურების სახეზე უნდა დაუდგინდეთ ზღვრული ტარიფი - 1.34 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით).

            აგრეთვე, სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ საცალო მომსახურების სახეებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, აბონენტების სატარიფო დისკრიმინაციის აკრძალვის, არაგონივრულად მაღალი ტარიფების დადგენის და აბონენტებისათვის მომსახურების სატარიფო შეზღუდვის დაუშვებლობის, ხარისხიანი მომსახურების გაფართოების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიიჩნია, რომ სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებულ, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს უნდა დაუდგინდეთ სატელეფონო მომსახურების საცალო ზედა ზღვრული ტარიფი - 4 თეთრი წუთზე (დღგ-ს ჩათვლით).

            აღნიშნული პოზიციის ჩამოყალიბებისას კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ურთიერთჩართული კომპანიების მიერ საკუთარი სატელეფონო მომსახურების სახეებზე გაწეული დანახარჯები (კაპიტალის ღირებულების ჩათვლით) საშუალოდ არ აჭარბებს 4 თეთრს წუთზე (2 თეთრს დამატებული 2 თეთრი დღგ-ს ჩათვლით სხვადასხვა ოპერატორების აბონენტების სატელეფონო კავშირის შემთხვევაში (იხ.დანართი №2, დასკვნა №2). 

            დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულმა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებმა კომისიაში, პერიოდულად (ექვსთვიანი პერიდულობით), უნდა წარმოადგინონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებზე და მომსახურების სახეებზე განაწილებული დანახარჯებისა და შემოსავლების, აგრეთვე შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადახედოს მის მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფების ოდენობებს.

(36) კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შემაჯამებელი შედეგებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად,  2005 წლის 27 დეკემბრის №808/22 და №809/22 გადაწყვეტილებების მიღების დღიდან დღემდე განვლილ პერიოდში, ურთიერთჩართვის საბითუმო და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის განვითარებული ტენდენციების, აგრეთვე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგებით ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, აუცილებელია, ცვლილებები და დამატებები შევიდეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების ჯგუფში და მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში.  

(37) კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 26-ე მუხლის  მოთხოვნების შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილი პირებისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტული პირობების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით ამ ავტორიზებულ პირებს უნდა მოეთხოვოთ, იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და კონკურენციის რაოდენობრივი მახასიათებლების თაობაზე კომისიაში ინფორმაციის პერიოდულად წარმოდგენა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის  სპეციფიკური ვალდებულების დაკისრებას.

კომისიამ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, მე-20, 23-ე მუხლების, 28-ე მუხლის და 29-35-ე მუხლების, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ და კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულიელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის”  მე-4 მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1.  ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზარზე, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, კომისიის მიერ განისაზღვროს შემდეგი საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები:

ა) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

გ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  წამოწყების   საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

დ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების  დასრულების  საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

2. განისაზღვროს ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზარის სეგმენტების შემდეგი გეოგრაფიული საზღვრები:

ა) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტების კონკრეტული საზღვრები - ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის          ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსახურების ზონები და დანარჩენი საქართველო;

ბ) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის          სეგმენტების კონკრეტული საზღვრები - საქართველოს მთელი ტერიტორია.

3. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტთან სატელეფონო მომსახურების მჭიდროდ დაკავშირებული საცალო ბაზრის სეგმენტები ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა)  საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტი;

ბ) სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტი.

4. განისაზღვროს, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტთან მჭიდროდ დაკავშირებეული, საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრები - ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მომსახურების ზონები და დანარჩენი საქართველო;

5. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი კონკრეტული ავტორიზებული პირები:

ავტორიზებული პირი/ გეოგრაფიული ზონა

 

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

შპს ”ახტელი”

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

შპს ”ივერია ქსელი”

 

აჭარის ავტ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე

 

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

 

დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 
 

6. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი კონკრეტული ავტორიზებული პირები:

ავტორიზებული პირი/გეოგრაფიული ზონა

საქართველოს მთელი ტერიტორია

შპს ”მაგთიკომი”

შპს ”ჯეოსელი”

7. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი კონკრეტული ავტორიზებული პირები:

ავტორიზებული პირი/გეოგრაფიული ზონა

 

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

შპს ”ახტელი”

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

შპს ”ივერია ქსელი”

 

აჭარის ავტ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე

 

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

 

დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე

 

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 
 

8. ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, კონკრეტულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საჯაროდ გამოაქვეყნოს კომისიის ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ  გეოგრაფიულ საზღვრებში,  საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა იქნეს საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები, მათ შორის: 

ა.ა) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე,  ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების მისამართ(ებ)ი (ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გათვალისწინებით), და ამ ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა;

ა.ბ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების)  ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - თეთრი/წუთი. საჭიროების შემთხვევაში დღე/ღამური პერიოდის ტარიფების მითითებით;

ა.გ) ანგარიშსწორების პირობები;

ა.დ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის განხორციელების პროცედურები, მათ შორის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდებაზე, მსურველი პირისაგან აქცეპტის ან დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის თაობაზე განაცხადების მიღებისას, მათი განხილვის პირობები და პროცედურები.

ა.ე) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე გაწეული წლიური დანახარჯების განაწილებული ოდენობა (საოპერაციო და კაპიტალის ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხები), შესაბამისი ტრაფიკების მოცულობა;

ა.ვ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ, საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების თაო-ბაზე ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი აქცეპტანტი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.ზ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ, საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების  მიწოდებისათვის საჭირო კონკრეტული თანალოკაციის ფართების მისამართი, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობი, ამ ფართზე დაშვების პირობები, მათ შორის არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ურთიერთჩართული           ოპერატორის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიით, წყლით, კონდიცირებით უზრუნველყოფის პირობები, შესაბამისი საფასურის მითითებით; თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები;

ა.თ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ, საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებისა და     დამატებითი სიმძლავრეების (მათ შორის, დამატებითი თანალოკაციის ფართის) გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის (აქცეპტის) მიღებიდან 20 კალენდარულ დღეს;

ა.ი) ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ შემთხვევებთან დაკავშირებული პირობები და    მხარეთა ურთიერთვალდებულებები;

ა.კ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები;

ა.ლ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.

ბ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მოქმედი მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა კომისიაში წარმოადგინოს საჯაროდ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის, ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ არსებით პირობებში, შესაძლო ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია და მოქმედი მოწვევის ოფერტის ვადის დასრულებამდე 10 კალენდარული დღით ადრე გამოაქვეყნოს ახალი (ან მოდიფიცირებული პირობებით) მოწვევის ოფერტა.

გ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ კომისიაში ყოველთვიურად, წარმოდგენილ იქნეს იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და კონკურენციის რაოდენობრივი მახასიათებლების თაობაზე ინფორმაცია,  რომლებიც უშუალოდ იქნა დაკავშირებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის  სპეციფიკური ვალდებულების დაკისრებასთან, კერძოდ:

გ.ა) ურთიერთჩართვის შემომავალი და გამავალი ზარების, ტრაფიკის მოცულობა და ამ სახეების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები;

გ.ბ) ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) რაოდენობა;

გ.გ) გამავალი ზარებისა ან ტრაფიკის მოცულობა მომსახურების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები.

9.      ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის       მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის;

ბ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის       მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება.

10.  ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველყოს   საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების და მათი ფუნქციონალურ რესურსების (მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი თანალოკაციის ფართების) ფუნქციური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველყოს   საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან (მათ შორის, სათანადო სიდიდის თავისუფალ თანალოკაციის ფართზე) ტექნიკურ საშუალებებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირის  დაშვება და  ურთიერთჩართვის, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების საბითუმო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების შეუზღუდავი, გამჭვირვალე,  არადისკრიმინაციული პირობებით და სათანადო სიმძლავრით მიწოდება;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველყოს საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გააფორმება და ორმხივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა;

დ) თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ან დისკრიმინაციულია მოწვევის ოფერტაში მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით,   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან. შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.

11.  ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში არ დაუშვას  კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღვათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში, შეიმუშაოს დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების საკუთარი სისტემა (მოდელი) და შესაბამისი გაანგარიშებები წარმოადგინოს კომისიაში;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ვერტიკალურად ინტეგრირებულმა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა - სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველყოს, მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით, საკუთარი  საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და საბითუმო მომსახურების ბაზარის სეგმენტებზე შეთავაზებული ურთიერთჩართვის და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალობა და შესაბამისი ინფორმაცია გამოაქვეყნოს საჯაროდ.

12.  ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვება და მსურველი (აქცეპტანტი) პირებისათვის ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდება განახორციელოს კონკურენციის უზრუნველმყოფი, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული  ტარიფით, რომლის ოდენობაც დადგენილ უნდა იქნეს, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზღვრული ტარიფების ფარგლებში;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, თანალოკაციის ფართთან დაშვება განახორციელოს არადისკრიმინაციული  ტარიფით, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ეკვივალენტურ კომერციულ ფართებზე დადგენილ საბაზრო ფასებს;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში განხორციელებული საქმიანობის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება კომისიის მიერ,  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებზე, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებზე, კომისიაში წარმოდგენილი სისტემის (მოდელის) მიხედვით;

დ) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულ პირმა, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით შემუშავებულ, დანახარჯებისა და შემოსავლების განაწილების გაანგარიშებებში მოცემული კონკრეტული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა განხორციელოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ფორმით;

ე) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ ზარების წამოწყების მომსახურებაზე - 1,34 თეთრი წუთზე, დღგ-ს ჩათვლით;

ვ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფი - 14,8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით.

13. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ,  მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან სხვადასხვა მომხმარებელთა (აბონენტთა) ხარჯზე.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ,  მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, განხორციელებული მომსახურების სახეებზე გაწეული დანახარჯებისა  და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მუხლებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

14. ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე უზრუნველყოს  აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს  ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.

15. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 5 მაისიდან.

16.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში.

17.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).     

კომისიის თავმჯდომარე                              გ. არველაძე                                 

კომისიის წევრები:                                      ზ. ნონიკაშვილი   

                                                                 კ. კვიტაიშვილი

                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები