წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 192 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 11, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 11 აპრილის N 22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 22 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის № 190/12 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 11 აპრილის N 22 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                     გ. არველაძე           

        კომისიის წევრი                                                        ს. ბრიტანჩუკი

        კომისიის წევრი                                                        ზ. ნონიკაშვილი       

        კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე                                             

       კომისიის წევრი                                                        კ. კვიტაიშვილი      
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები