წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „მზესთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 193 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 11, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „მზემ” კომისიას მიმართა განცხადებით (№3924, 27.03.08)  ქ.თბილისში სტუდიიდან (კოსტავას ქ.№75ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად და საქართველოს ტერიტორიაზე მობილური  რადიოსარელეო სისტემის  ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „მზე”  №B15 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.12.2012) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს  ქ.თბილისში 45-ე სატელევიზიო არხზე. 

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „მზესთან” შეთანხმებით,  კომისიამ შეარჩია სიხშირეები ფიქსირებული და მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის.

  ქ.თბილისში სტუდიიდან (კოსტავას ქ.№75ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ფიქსირებული რადიოსარელეო სადგურების მეშვეობით ტელესამაუწყებლო სიგნალის ორმხრივი მიმართულებით მიწოდებისთვის შპს ტელეკომპანია „მზესთვის”  შეირჩა რადიოსიხშირები: 8630მჰც ± 14 მჰც  და  8750მჰც ± 14 მჰც;   8670მჰც ± 14 მჰც  და  8710მჰც ± 14 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, მეორადი გამოყენების უფლებით.

   კომისია აღნიშნავს, რომ ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად, არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;

       მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის  შპს ტელეკომპანია „მზესთვის”  აგრეთვე შეირჩა რადიოსიხშირეები:  ქ.თბილისში გამოყენებისთვის 13127მჰც ± 14 მჰც; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - 10424 მჰც ± 14 მჰც, 10074 მჰც ± 14 მჰც, 12290 მჰც ± 7,5 მჰც და 11683,5 მჰც ± 14 მჰც  ქალაქების:  ბათუმი, ფოთი, სენაკი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია და ქობულეთის გარდა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „მზეს” რადიოსიხშირები: 8630მჰც ± 14 მჰც  და  8750მჰც ± 14 მჰც; 8670მჰც ± 14 მჰც და 8710მჰც ± 14 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ფიქსირებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონრებისთვის ქ.თბილისში მონაკვეთზე, სტუდია (კოსტავას ქ.№75ბ) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, მეორადი გამოყენების უფლებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა - 28.12.2012);         

2.  მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „მზეს” რადიოსიხშირები:  13127მჰ ±14 მჰც - ქ.თბილისში გამოსაყენებლად;  10424 მჰც ± 14 მჰც, 10074 მჰც ± 14 მჰც, 12290 მჰც ± 7,5 მჰც და 11683,5 მჰც ± 14 მჰც - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქალაქების:  ბათუმი, ფოთი, სენაკი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სამტრედია და ქობულეთის გარდა, მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა - 28.12.2012);         

3. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „მზესთვის”  მინიჭებული სიხშირები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „მზესთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე); 

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს  ტელეკომპანია  ”მზესთვის”  ჩაბარებისთანავე.                                                     

კომისიის თავმჯდომარე                                                              გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                          გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                           ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები