წვდომის მენიუ

შპს ”დაცვის სამსახური 2007”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 195 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2008

მიღების თარიღი აპრილი 11, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”დაცვის სამსახურმა 2007”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 228928514) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში (დაცვითი საქმიანობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”დაცვის სამსახურს 2007”-ს ერთი წლის ვადით 413.225 მჰც და 417.875 მჰც  სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ;

2.   აღირიცხოს შპს ”დაცვის სამსახური 2007”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”დაცვის სამსახური 2007”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”დაცვის სამსახური 2007”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები