საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2008
მიღების თარიღი იანვარი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 4 იანვრის N 01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 01 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (ერთი მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-4 (შპს ,,თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” № B8 სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე) საკითხების განხილვა კომისიის 11 იანვრის № 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 01 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 11 (თერთმეტი) საკითხი:
ა) კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ცალკეული სამაუწყებლო კომპანიის სანქცირების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) სს ”ავსტრიის ავიაკომპანიის თბილისის ფილიალისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს.ს. შავგულიძე);
გ) სს ”სახალხო ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს ”სამგორი М”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) შპს ” ჯეო შტურმისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს ”სამგორი+”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
თ) შპს ”ბოჰემასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ი) ი/მ ”მერაბ ვაჩეიშვილი-ვაჩესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
კ) ი/მ ”მიხეილ ჭუმბურიძისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ლ) შპს ”ტრანსპორტის სერვის კომპანიის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 4 იანვრის N 01 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
