საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №190/12 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2008
მიღების თარიღი აპრილი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 4 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №190/12, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (მე-5 აბზაცში) და ასევე გადაწყვეტილებითი ნაწილის მე-2 პუნქტში, 2008 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილების ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს - 2008 წლის 20 მარტის №143/18 გადაწყვეტილება.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს 2008 წლის 4 აპრილის №190/12 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა - სამოტივაციო ნაწილის მე-5 აბზაცსა და გადაწყვეტილებითი ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები ”23 თებერვლის №104/1” შეიცვალოს სიტყვებით ”20 მარტის №143/18” და შემდგომ როგორც ტექსტშია;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
