წვდომის მენიუ

შპს ”ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 202 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს,  რომ კომისიას 2008 წლის 5 მარტს განცხადებით მიმართა შპს ”ტელეიმედმა” ლიცენზიის მოქმედების ვადის ავტომატური გაგრძელებისა და ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის მოთხოვნით, რის თაობაზეც 2008 წლის 21 მარტს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კომისიის 2008 წლის 21 მარტის №146/23 გადაწყვეტილებითვე შპს ”ტელეიმედს” განესაზღვრა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 500063.63 (ხუთასი ათას სამოცდასამი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედი” ფლობს №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით. შპს ”ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზია  ითვალისწინებს საეთერო მაუწყებლობას, მას მოქმედების ვადა ეწურება 2008 წლის 21 აპრილს.

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, „ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას“.

კომისია აღნიშნავს, რომ სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თან ერთვის შპს ”ტელეიმედის” განაცხადს.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს შპს ”ტელეიმედს” №B16 კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა ავტომატურად - 2018 წლის 21 აპრილამდე;

2. ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;  ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სატელე

ვიზიო არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძ.(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფ. კოორდინატ.

ანტენის გაძლიერ. კოეფიც. არაუმეტეს (დბ)

ანტენის განთავსების

სიმაღლე მიწის

 ზედაპ-დან(მ)

1

თბილისი

30

H

წრიული

2000

N 41°41 44\"      

E 044°47 09\"

6.0

            78± 5

2

ბათუმი

27

H

წრიული

500

N 41°41 38\"      

E 041°42 55\"

6.0

           45± 5

3

დედოფლისწყარო

22

H

წრიული

1000

N 41°27 48\"      

E 046°08 16\"

6.0

          170± 25

4

ყვარელი

33

H

წრიული

1000

N 41°54 23\"      

E 045°49 38\"

6.0

           45± 5

5

თელავი (ცივის სატელევიზიო ანძა)

43

H

წრიული

1000

N 41°52 18\"      

E 045°24 39\"

6.0

           25± 5

6

გორი

22

H

წრიული

1000

N 42°01 55\"       

E 044°02 56\"

6.0

          175± 25

7

ხაშური

25

H

წრიული

200

N 42°00 08\"      

E 043°33 37\"

6.0

           32± 5

8

დმანისი

25

H

წრიული

1000

N 41°22 48\"      

E 044°12 51\"

6.0

           65± 5

9

მარნეული

21

H

წრიული

500

N 41°29 31\"      

E 044°47 18\"

6.0

           50± 5

10

ახალქალაქი

27

H

წრიული

500

N 41°20 52\"      

E 043°25 34\"

6.0

           70± 5

11

ახალციხე

24

H

წრიული

500

N 41°37 49\"      

E 042°57 29\"

6.0

           50± 5

12

ბორჯომი)

21

H

წრიული

200

N 41°50 08\"      

E 043°23 05\"

6.0

           25± 5

13

ჩოხატაური

25

H

წრიული

200

N 42°01 00\"      

E 042°15 00\"

6.0

           45± 5

14

ქუთაისი

33

H

წრიული

5000

N 42°16 50\"      

E 042°44 10\"

6.0

           110± 5

15

ოზურგეთი

23

H

წრიული

200

N 41°55 26\"      

E 042°02 02\"

6.0

           35± 5

16

ზესტაფონი

39

H

წრიული

200

N 42°03 37\"      

E 043°03 48\"

6.0

          15± 5

17

ჭიათურა

25

H

წრიული

500

N 42°16 56\"      

E 043°14 48\"

6.0

          85 ± 5

18

ტყიბული

21

H

წრიული

1000

N 42°22 36\"      

E 043°02 12\"

6.0

          65± 5

19

მარტვილი

21

H

წრიული

200

N 42°27 21\"      

E 042°21 59\"

6.0

          18± 5

20

ფოთი

25

H

წრიული

1000

N 42°11 07\"      

E 041°42 28\"

6.0

          125± 5

21

ზუგდიდი

41

H

წრიული

500

N 42°30 07\"      

E 041°53 07\"

6.0

           65± 5

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში სამაუწყებლო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი, შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) განახორციელოს ლიცენზიის სახისა და სახეობის შესაბამისი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამასთან არ დაუშვას, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი გახდეს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ან პირი, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია პოლიტიკურ პარტიასთან, არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ან/და გამგეობის ხელმძღვანელი თნამდებობის პირი, ან/და რომელიმე სხვა პარტიული ორგანოს ხელმძღვანელი, არ არის პარტიიის წევრი, მაგრამ მისი პარტნიორია ან უწევს პარტიას ფინანსურ მხარდაჭერას და ამავდროულად გააჩნია საკუთრი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სალიცენზიო პირობებთან; კომერციულ რეკლამასა და ტელეშოპინგათან დაკავშირებული საქმიანობა შეუსაბამოს ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ჟ) უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

რ) უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 500063.63 (ხუთასი ათას სამოცდასამი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი, გადახდილ იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში - 2008 წლის 21 ივნისამდე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება:                                             ხაზინის ერთიანი ანგარიში

მიმღების ბანკი:                                                         სახელმწიფო ხაზინა

ანგარიში:                                                                   200122900

ბანკის კოდი:                                                              220101222

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:              300773062

5. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიას წარედგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მისი მიღების დღიდან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გამოქვეყნება;

გ) ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                     

 გ.არველაძე

წევრები:                                                                                                                                            

ზ.ნონიკაშვილი

 გ.ფრუიძე

 კ.კვიტაიშვილი                                                                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები