წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 204 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 21, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 21 აპრილის N 23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 23 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს ”ახალი ქსელების” დაჯარიმების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) სს ”ინფოჯორჯია XXI ”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

გ) შპს ”უნიდენტისთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) ”შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);

ე) შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 21 აპრილის N 23 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                       გ. არველაძე           

            კომისიის წევრი                                                        ზ. ნონიკაშვილი      
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები