წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 206 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2008

მიღების თარიღი აპრილი 21, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით  (№127-ს, 03.04.2008)  სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის  მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ       

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფიქსირებული სიხშირეები ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ვადით,   ერთი წლის ვადით;

2.    საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

 4. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში; 

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის   ჩაბარებისთანავე.                                                                 

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                           გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                            ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები