სს ”ინფოჯორჯია XXI” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2008
მიღების თარიღი აპრილი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01.04.2008 №7/124-08) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს კომისიის 2007 წლის 11 მაისის №237/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 09 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის - 11 მაისამდე ქ.თბილისში;
სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ახორციელებს აბონენტების საცნობარო მომსახურებას საყოფაცხოვრებო, საქმიან, პროფესიულ და ინტელექტუალურ სფეროში.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა), სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) ქ.თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2008 წლის - 11 მაისიდან, 2009 წლის 11 მაისამდე, ქ.თბილისში;
2. სს”ინფოჯორჯია XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს”ინფოჯორჯია XXI”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
