”შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2008
მიღების თარიღი აპრილი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სთაილ კომუნიკეიშენმა” (16.04.2008 №6/721-08) კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებით შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით - 2009 წლის 11 აპრილამდე ქ.თბილისში. განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვას არა მარტო თბილისში, არამედ, საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისი ცვლილების შეტანას გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შევიდეს ცვლილება ”შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებაში და შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით - 2009 წლის 11 აპრილამდე მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ”შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 აპრილის №199/7 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”სთაილ კომუნიკეიშენს” ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით - 2009 წლის 11 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე;”
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი”-სთვის გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”სთაილ კომუნიკეიშენი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
