წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 218 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N 24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 24 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 5 (ხუთი) საკითხი:

ა) არადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

გ) ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) ააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში, ქ. რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 142/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. გ. რატიშვილი);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N 24 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

       კომისიის თავმჯდომარე                                                       გ. არველაძე           

                 კომისიის წევრი                                                        კ. კვიტაიშვილი      

                კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები