წვდომის მენიუ

შპს ”ინტელფონი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 219 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №171/8  და №172/8  გადაწყვეტილებებით ქ.თბილისში 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად და ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ინტელფონი”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით შპს ”ინტელფონს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის ერთი თვის ვადაში -  2008 წლის 4 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ინტელფონი”- ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია:

1. ქ.თბილისში 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (2580.00 ორი ათას ხუთას ოთხმოცი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი) ლარის ანუ 2380.00 (ორი ათას სამას ოთხმოცი) ლარი;

2. ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-0 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (330 - სამას ოცდაათი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 100.00 (ასი) ლარის ანუ 230.00 (ორას ოცდაათი) ლარი;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ინტელფონს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N110 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 24 აპრილამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (8,600.00 - რვა ათას ექვსასი)  დარჩენილი 70%-ის (6020.00 - ექვსი ათას ოცი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (6020.00- ექვსი ათას ოცი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 მაისამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 ივნისამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 ივლისამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 აგვისტომდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 სექტემბრამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 ოქტომბრამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 ნოემბრამდე;

501.66 ლარი    -   2008 წლის 24 დეკემბრამდე;

501.66 ლარი    -   2009 წლის 24 იანვრამდე;

501.66 ლარი    -   2009 წლის 24 თებერვლამდე;

501.66 ლარი    -   2009 წლის 24 მარტამდე;

501.74 ლარი    -   2009 წლის 24 აპრილამდე;

4. მიეცეს შპს ”ინტელფონს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N111 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-4-0 (რვა-ნული-ოთხი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 24 აპრილამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (1,100.00 - ერთი ათას ასი) დარჩენილი 70%-ის (770.00 - შვიდას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (770.00 - შვიდას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 მაისამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 ივნისამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 ივლისამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 აგვისტომდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 სექტემბრამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 ოქტომბრამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 ნოემბრამდე;

64.16 ლარი    -   2008 წლის 24 დეკემბრამდე;

64.16 ლარი    -   2009 წლის 24 იანვრამდე;

64.16 ლარი    -   2009 წლის 24 თებერვლამდე;

64.16 ლარი    -   2009 წლის 24 მარტამდე;

64.24 ლარი    -   2009 წლის 24 აპრილამდე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

9.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                    

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი                                                                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები