სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008
მიღების თარიღი აპრილი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის”-მა (02.04.2008.წ №6/622-08), და წარმოუდგინა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-თან 2008 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 18 აგვისტოს №372/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2006 წლის 16 დეკემბრამდე;
დ) მომსახურების განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში (არანაკლებ ერთი) გადამცემით 2008 წლის 16 დეკემბრამდე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;”
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ №F11 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ სს “მინეტტა ვენჩერზ ეს ეის”-ის კუთვნილებაში არსებული F11 ლიცენზია პირდაპირი გადაპირების წესით გადაეცეს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს, მის მფლობელად განისაზღვროს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის №F11 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.
2. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც - 831,645 მჰც და 872,955 მჰც - 876,645 მჰც სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება 2006 წლის 16 დეკემბრამდე;
დ) მომსახურების განხორციელბა საქართველოს ყველა რეგიონში (არანაკლებ ერთი) გადამცემით 2008 წლის 16 დეკემბრამდე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი; რ.ქურდაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: გ.არველაძე
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი