წვდომის მენიუ

სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 223 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველომ” (რეგისტრირებული  ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. № 215090906) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 071; 07.04.08) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (გემებთან კავშირის დასამყარებლად) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველოს” ერთი წლის ვადით 156.425 მჰც და 156.800 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველოსთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამმართველოსთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები