წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 231 / 8

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2008

მიღების თარიღი აპრილი 24, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “მაკროინტელექტმა” (01.04.2008 №7/120-08) ქ.თბილისში მონაცემთა გადაცემისთვის 231მჰც – 400მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად .

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

ა) - სიხშირული დიაპაზონი: 243.25მჰც - 323.25 მჰც;

    - სიხშირული ზოლი - 80 მჰც;

    - გადამცემის სიმძლავრე - არაუმეტეს 20 ვატისა;

    - გადამცემების რაოდენობა - 1 (ერთი) გადამცემი;

    - ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა - ქ.თბილისი;

ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  167,832.00 (ას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცდათორმეტი) ლარით;

გ) აუქციონის ბიჯი შეადგენს - 8,392.00 (რვა ათას სამას ოთხმოცდათორმეტი);

2. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 13 ივნისის 15:00  საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე;

5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

6.  ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი”, სს ”ბაზისბანკში” ან სს ”საქართველოს ბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;                     -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;

-ა/ანგარიში: 609326;                                             -ა/ანგარიში: 7434136;

-კოდი: 220101830;                                                -კოდი: 220101956;

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;                            -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

-ბანკი: ს/ს საქართველოს ბანკი;

-ა/ანგარიში: 125435501;

-კოდი:220101502;

- საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

7. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

8. დაევალოს კომისიის აპარატის  პრეს მდივანს (ხ.ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

                        კომისიის წევრები:                                                 გ.ფრუიძე                                                       

                                                                                                       კ.კვიტაიშვილი                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები