წვდომის მენიუ

შპს ”ჯითიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 237 / 6

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი აპრილი 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (25.03.2008 №7/108-08) მიმართა შპს ”ჯითიკომმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯითიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1900,0001 მჰც-დან 1910,0000 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1976,875 მჰც-დან 1979,375 მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2008 წლის 29 აპრილამდე;

დ) უზრუნველყოს შპს ”ჯითიკომმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ამავე დროს, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

   შპს ”ჯითიკომი”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F61 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2008 წლის 29 აპრილს, შესაბამისად, შპს ”ჯითიკომი”-ს  მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ე) ქვეპუნქტებით, რომლის შესაბამისადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

”ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს”.

”ე) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს. ”

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად  ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთიდაიგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, შპს “ჯითიკომი”-ს NF61 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული მონაკვეთი - 1900,0001 მჰც-დან 1910,0000 მჰც-მდე  შუალედში, განკუთვნილია ფიქსირებული უსადენო ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემებისათვის და ლიცენზიის გაგრძელებისათვის გადასახდელის ოდენობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება, ხოლო N F61 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული სპექტრის - 1976,875 მჰც-დან 1979,375 მჰც-მდე  მონაკვეთის ღირებულების გაანგარიშებისას - მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ჯითიკომი”-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61  ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 2008 წლის 29 აპრილს,  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია 2006 წლის 29 აპრილიდან -  2008 წლის 29 აპრილამდე ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული.

ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, შპს ”ჯითიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიით გათვალისიწნებული - 1900,0001 მჰც-დან 1910,0000 მჰც-მდე  დიაპაზონისთვის (სულ 9.9999 მჰც) ლიცენზიის გაგრძელებისათვის გადასახდელის ოდენობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება, რომლის საშუალო არითმეტიკულმაც 1 მჰც-ზე შეადგინა - 52,778.9 (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი (დანართი 1), ხოლო,  1976,875 მჰც-დან 1979,375 მჰც-მდე  დიაპაზონის (სულ 2.5 მჰც) სიხშირულ ზოლებზე  ღირებულების გაანგარიშებისას - მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ღირებულება, რომლის საშუალო არითმეტიკულმაც  1 მჰც-ზე შეადგინა - 1,170,250.27 (ერთი მილიონ ას სამოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი (დანართი 2).

ლიცენზიის სამოქმედო გეოგრაფიული არეალის ზონალობის პრინციპის გასათვალისწინებლად გაანგარიშდა ზემოაღნიშნული სიხშირული სპექტრის რესურსებით სარგებლობის საწყისი ღირებულებები კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 პუნქტის შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ბაზური სადგურების რაოდენობა სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში სპექტრალური ზოლების საწყისი ღირებულებების გასაანგარიშებლად.

შპს ”ჯითიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F61 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლების საწყისი ღირებულებების და მათ საფუძველზე  ამ ლიცენზიით განსაზღრულ სალიცენზიო გეოგრაფიულ ზონებში საწყისი და შესაბამისად ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის  გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის პროცენტული წილების გაანგარიშება მოცემულია დანართში №3 და №4.

გაანგარიშებების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის ოდენობებმა შეადგინა:

ა) 1900,0001 მჰც-დან 1910 მჰც-მდე (9,9999 მგჰც ზოლი 1800-იან დიაპაზონში) საქართველოს ტერიტორიაზე  (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) -  488,012.84 (ოთხას ოთხმოცდარვა ათას თორმეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი)  ლარი.

ბ) 1976,875 მგჰც-დან 1979,375 მგჰც-მდე (2,5 მგჰც ზოლი 1900-იან დიაპაზონში) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  - 167,554.03 (ას სამოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი ლარი და სამი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ, შპს ”ჯითიკომი”-ს N F61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის სრულმა ოდენობამ შეადგინა  - 655,566.86 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარი.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”ჯითიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიას 2008 წლის 29 აპრილიდან 10 წლით - 2018 წლის 29 აპრილამდე;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F61 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 655,566.86 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარით.

3. უზრუნველყოს შპს ”ჯითიკომმა”-მ 655,566.86 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი)  ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 (ერთი ათასი)  2008 წლის 29 მაისამდე გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

4. შპს ”ჯითიკომი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს ”ჯითიკომი”-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წლის 29 აპრილამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”ჯითიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2008 წლის 29 აპრილიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

                        კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები