წვდომის მენიუ

ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” №48 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით ჩანიშნული 2008 წლის 2 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების თაობაზე

ნომერი: 239 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით (№7/407-07) მომართა ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათმა”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი №B48 ლიცენზიით (კერძო საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის (105.9მგჰც) 500ვტ სიმძლავრის 2 კვტ-მდე გაზრდა  ქ. ზუგდიდში.

ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ქ. ზუგდიდში,  სადაც იგი მაუწყებლობს 105, 9 მგჰც FM რადიო სიხშირეზე, ურთის მთიდან,  მას შემდეგ რაც ეროვნულმა მაუწყებლებმა დაიწყეს ფუნქციონირება ზუგდიდის რაიონში, მკვეთრად გაუარესდა კომპანიის სამაუწყებლო გარემო. ზუგდიდის რაიონში მაუწყებლობენ მძლავრი (1-დან 2,5 კვტ-მდე) რადიოსადგურები, რომელთა ანტენები განთავსებულია ქალაქის სატელევიზიო ანძაზე და წარმოქმნიან სხვადასხვა სახის კომბინაციურ სიხშირეებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” შედარებით დაბალი სიმძლავრის გადამცემით დასხივებულ ტალღაზე. მათი აზრით, პრობლემას მოხსნის ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” სიმძლავრის გათანაბრება ამ სამაუწყებლო ზონაში ფუნქციონირებადი რადიოსადგურების სიმძლავრეებთან.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი)  აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის (კ. ყურაშვილი) აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია, მაგარამ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ლიცენზიის იმდაგვარი მოდიფიცირება, რომელიც  ცვლის ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის” დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობის რომელიმე კოეფიციენტს, საჭიროა გადაანგარიშდეს აღნიშნულ კოეფიციენტებს შორის სხვაობით გამოწვეული ცვლილება  ლიცენზიის საწყისს საფასურში. კონკრეტულ შემთხვევაში ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათთან” დაკავშირებით, მოდიფიცირებით იცვლება KP კოეფიციენტი, ამავე დებულების მე-3 დანართის შესაბამისად, 1-დან 1,2-მდე.

   კომისია აღნიშნავს, რომ ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის”  №48 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც კომისიამ  ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათის” №48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტის გადამუშავება, სამართლებრივი დეპარტამენტის შენიშვნების გათვალისწინებით და მისი კომისიისთვის განმეორებით განსახილველად წარმოდგენა ზეპირი მოსმენის სხდომაზე;

2.ზეპირი მოსმენის სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს განმეორებით  2008 წლის 23 მაისს 12 საათზე;

3. გამოქვეყნდეს ზეპირი მოსმენის შესახებ ცნობა საჯარო გაცნობისათვის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

4. ეცნობოს ასოციაცია (კავშირი) ,,ათინათს” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);

5.ეს გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.                                                                                                                                             

კომისიის თავმჯდომარე                                          გ. არველაძე

კომისიის წევრები:                                                 ზ. ნონიკაშვილი                                                                                       

                                                                              გ. ფრუიძე                                                                

                                                                              კ. კვიტაიშვილი

                                                                              ს.ბრიტანჩუკი                                                                                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები