საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2008
მიღების თარიღი იანვარი 18, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N 03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს № 03 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-12 (ერთი მხრივ სს ”ეგრისის”, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-სა და მეორე მხრივ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვისა და არსებითად გადაწყვეტის შესახებ) და მე-13 (სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხები, მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის მ/წლის 25 იანვრის № 04 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N 03 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
