საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2008
მიღების თარიღი მაისი 02, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 02 მაისის N 26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 26 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
ბ) შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის”განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 02 მაისის N 26 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
