წვდომის მენიუ

შპს „ვიქტორიასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 244 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ვიქტორიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რ-ლი სასამართლოს მიერ № 7/4-2058; ს.ნ. № 206118119) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/133-08; 04.04.08)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (საკადასტრო სამუშაოებისათვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ვიქტორიას” ერთი წლის ვადით 405.650 მჰც სიხშირე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ვიქტორიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ვიქტორიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ვიქტორიასთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები