წვდომის მენიუ

“ საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში (№163/13, 28.03.08) ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 247 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ  საელჩომ  კომისიას მიმართა განცხადებით  (შემოსული №7/163-08, 27.04.08), კომისიის გადაწყვეტილებით (№163/13, 28.03.08) მინიჭებული სიხშირეთა წყვილებიდან, სიხშირული წყვილის (18085.0მჰც ± 13.75მჰც და 19095.0მჰც ± 13.75მჰც)  განსხვავებული სიხშირული წყვილით (18002.5 მჰც ± 13.75მჰც და 19012.5მჰც ± 13.75მჰც) შეცვლის მოთხოვნით.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიის გადაწყვეტილებით (№163/13, 28.03.08),  აშშ  საელჩოსთვის  ქ. თბილისში გამოსაყენებლად  მინიჭებული სიხშირული წყვილებიდან, სიხშირული წყვილი (18085.0მჰც ± 13.75მჰც და 19095.0მჰც ± 13.75მჰც), შეიცვალოს ანალოგიური სიხშირული ზოლის სიგანის ახალი სიხშირული წყვილით (18002.5 მჰც ± 13.75მჰც და 19012.5მჰც ± 13.75მჰც.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ ერთხმათ

გადაწყვიტა:

 1. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის გადაწყვეტილებაში (№163/13, 28.03.08),  “საქართველოში აშშ  საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “1. მიენიჭოს საქართველოში აშშ საელჩოს სიხშირეები: 17892.5მჰც ± 13.75მჰც და 18902.5მჰც ± 13.75მჰც; 17920.0მჰც ± 13.75მჰც და 18930.0მჰც ± 13.75მჰც;  17975.0მჰც ± 13.75მჰც  და 18985.0მჰც ± 13.75მჰც; 18030.0მჰც ± 13.75მჰც  და 19040.0მჰც ± 13.75მჰც; 18002.5 მჰც ± 13.75მჰც და 19012.5მჰც ± 13.75მჰც; ქ.თბილისში, ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პარამეტრებით  ობიექტებს    შორის  შიდა მოხმარების რადიოსარელეო    კავშირისთვის   და  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;”

2. აღირიცხოს საქართველოში აშშ საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირის ცვლილება კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში აშშ საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში აშშ  საელჩოსთვის ჩაბარებისთანავე.                                                   

კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ.არველაძე                                                           

კომისიის     წევრი                                                                               გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი                                                                       

კომისიის    წევრი                                                                           ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები