წვდომის მენიუ

შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 248 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეკომპანია პირველმა სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (№26/48, 21.04.08)  საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური  რადიოსარელეო სადგურის  ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

       შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს   №B20 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 03.10.2013) პირობების შესაბამისად 11 სატელევიზიო გადამცემის მეშვეობით  და სამაუწყებლო სიგნალების მიწოდებისთვის  მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  იყენებს მის კუთვნილ   რადიოსარელეო სადგურებს.

   საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის“  შერჩეულ იქნა   სიხშირე  346მჰც±10მჰც.

    სიხშირე განსაზღვრულია პირდაპირი ჩართვების მობილური  რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და გამოყენებული უნდა იყოს  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით. 

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” სიხშირე 346მჰც±10მჰც. საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ჩართვების მობილური  რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, №B20  ლიცენზიის  მოქმედების  ვადით (03.10.2013). 

2 აღირიცხოს    შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის”   მინიჭებული   სიხშირე კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში(რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის”    ჩაბარებისთანავე.                                          

კომისიის თავმჯდომარე                                                                   გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                               გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                         ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი                                                                       

კომისიის    წევრი                                                                           ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები