წვდომის მენიუ

შპს ”ბროდბანდ 4 იუ” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 249 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2008

მიღების თარიღი მაისი 02, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №171/8  გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ბროდბანდ 4 იუ”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ”ბროდბანდ 4 იუ”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად ,განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (18,375 - თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ანუ 15,875.00 (თხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის ვალდებულება  - 2008 წლის 4 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 15,875.00 (თხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N112 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 2 მაისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (61,250.00 - სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ივნისამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ივლისამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 აგვისტომდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 სექტემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ოქტომბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ნოემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 დეკემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 იანვრამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 თებერვლამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 მარტამდე;

3,572.99 ლარი    -   2009 წლის 2 აპრილამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 მაისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები