საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2008
მიღების თარიღი იანვარი 18, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:
ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 7-ით;
ბ) № 2 დანართის მე-5 პუნქტს დაემატოს 5.4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5.4. სპეციალისტი - 1 - 10 – 10”;
გ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 89-ით;
დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 750.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.340.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
